BBC-ის გამოძიებით, მადაგასკარზე გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, სულ მცირე 6 კანდიდატს რუსებმა ფული შესთავაზეს. მედიის ცნობით, მადაგასკარზე რუსი აგენტები ტურისტების სახელით გადაადგილდებიან, რომლებიც საფრანგეთის ყოფილ კოლონიაში დემოკრატიის წინააღმდეგ აგიტაციას ატარებენ.
მადაგასკარში საპრეზიდენტო არჩევნები შარშან 7 ნოემბერს ჩატარდა. ვინაიდან ხმების უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, 19 დეკემბერს მეორე ტური ჩატარდა, რომლის გამარჯვებული ანდრი რაჯოელინა გახდა. მან ხმების 56% დააგროვა.
რაჯოელინა რუსებისგან თანხის აღებას უარყოფს და აცხადებს, რომ მათთან არასდროს თანამშრომლობდა.