საქართველოს მოქალაქე იტალიაში ერთ-ერთი ბარის სტუმრებს ნიჩბით თავს დაესხა. შემთხვევა ქალაქ მოლფეტაში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრვი მედია ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, წელს ზემოთ შიშველი კაცი ბარში შევიდა და თქვა, რომ გულმკერდის არეში ტკივილი აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ის ნიჩბით ბარში მყოფ პირებს თავს დაესხა და ობიექტზე არსებული ინვენტარი დააზიანა.
ბარში მყოფებმა პოლიცია გამოიძახეს, თუმცა კაცმა გაქცევა მოახერხა. საბოლოოდ, საქართველოს მოქალაქის დაკავება პოლიციამ მას შემდეგ შეძლო, რაც ის სამხედრო მანქანის საქარე მინას შეეჯახა. იტალიური მედიის ცნობით, კაცი სხვადასხვა დაზიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.