ვიცე–სპიკერი ოპონენტების უმრავლესობას როგორც მავნებელს განიხილავს, რომლებსაც სათავეში მოსვლა სწყურიათ და სპეკულირებენ რეალურად არსებული სოციალური პრობლემებით. გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ 2024 წელს ვითარება შეიცვლება და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იქნებიან დამძიმებული პირადი ურთიერთობებით და შეძლებენ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც უფრო დაახლოებული იქნება ევროპული პოლიტიკის კულტურასთან.
for.ge გიორგი ვოლსკის ესაუბრა.
„ქართული ოცნების“ გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად პარტიამ ახალი სახეების ძიების პროცესი დაიწო, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არ არის მიზიდულობის ცენტრი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ სურს პოლიტიკური კარიერა დაუკავშიროს „ქართულ ოცნებას“. რა რესურსი აქვს დღეს მმართველ გუნდს, რომ წარმატებით განახორციელოს ახალი სახეების მოზიდვის პროცესი?
გიორგი ვოლსკი: არც ჩვენ ვუწინასწარმეტყველებთ ჩვენს ოპონენტებს განვითარების რაიმე პრესპექტივას, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს რას ვუწინასწარმეტყველებთ ეს მეორეხარისხოვანი საკითხია. საერთოდ, განახლება, კადრების შეჩევა და საკადრო ხაზის შექმნის ტრადიცია ჩვეულებრივი ამბავია, ეს არ ახასიათებს მარტო პარტიული ორგანიზაციას, ეს ნებისმიერი ორგანიზაციისათვის აუცილებელი პირობაა. საკადრო საკითხებზე მუდმივად უნდა იმუშაო. მთავარია, მაღალი ხარისხი და საზოგადეობის მხარდაჭერა შენი საქმიანობის გამო. სწორად არ მიმაჩნია საკადრო თემასთან დაკავშირებით გარკვეული აჟიოტაჟი იყოს მუდმივად. ახალგაზდებიც არიან, არიან ისეთებიც, რომლებსაც გარკვეული რესურსი გააჩნიათ და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ პარტიულ პოლიტიკურ თემებზე და არიან ადამიანები, რომლებიც თავის საქმის ექსპერტები არიან და რასაკვირველია, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაზე არავინ იტყვის უარს.
რამდენად რთულია ახალი სახეების მოზიდვის პროცესი და როგორ წარმოგიდგენიათ „ქართული ოცნების“ ახალი გუნდი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იქნება „ოცნების“ სახე, იქნება ძველი გუნდი, თუ მთლიანად განახლდება მმართველი ძალა?
– მე, პირადად 2011 წელს პოლიტიკაში „ქართული ოცნებიდან“ მოვედი. რასაკვირველია, გამოცდილება საკმაოდ საპასუხისმგებლო ადგილებზე მუშაობისას შევიძინე და საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერიოდი იყო, მაგრამ ამ გამოცდილებით მოვედი. ასეთი ადამიანი ბევრია. თუკი პროპაგანდა და ახალი სახეების მიმართ ჩვენი ოპონენტების ლაშქრობა გადაიზარდა პერმანენტულ, დაუღალავ პროპაგანდისტულ სტილში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარუმატებლად იმუშავეს მაგალითად, ევროიტეგრაციის პროცესებზე, ან სერთაშორისო ურთიერთობებზე. არა მგონია ეკონომიკის, ან ფინანსების დარგში რომან კაკულია იყოს სუსტი, ან ირაკლი კოვზანაძე. საკადრო თემატიკის გაპრიმიტიულება გარკვეული ტრენდია, რომელიც ძალიან ადვილად შემოიტანეს საინფორმაციო სივრცეში ჩვენმა ოპონენტებმა – აი, ეძებენ კადრებს, CV-ის შემოწმების დონეზე დაჰყავთ ეს პროცესი, რომელიც ნებისმიერი პარტიული ორგანიზაციისათვის არის ჩვეულებრივი პროცესი.
განა for.ge–ს არ მოჰყავს ახალი ჟურნალისტები, ან პრაქტიკაზე? ან ტელევიზიებს არ ჰყავთ ჟურნალისტები, რომლებიც შემდეგ იკავებენ მიკროფონს ხელში. განა იშვიათია შემთხვევა, როდესაც გამოცდილი ადამიანი, სპეციალისტი ერთი უწყებიდან მეორეშე გადადის. რასაკვირველია, პარტიას გარკვეული სპეციფიკა ახასიათებს, ეს პოლიტიკური მიმართულებაა.
ბევრს შეიძლება არ მოსწონდეს და მისთვის მიმზიდველი იყოს სპეციალობით მუშაობა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიოს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ, მით უმეტეს ჩვენმა, რომ ასეთი ექსპერტები სახელმწიფო უწყებებშიც ვეძებოთ, თუ გინდათ სახელმწიფო უწყებების გარეთაც. ასე რომ, მე ვერ ვხედავ ვერაფერს სკანდალურს იმაში, რომ საკადრო შევსებაზე მიდის ლაპარაკი.
საკადრო შევსება უკავშირდება იმ დაპირისპირებას, რომელიც მმართველ გუნდში ვითარდება? ახალგზრდები ძველების წინააღმდეგ – ასეთი შეფასება აქვს ბესელია–კობახიძის დაპირისპირებას...
– ასეთი დაპირისპირება - ახალგაზრდული და ძველი ფრთა – ასეთი გაყოფა არ არსებობს. აქ არის საკითხები და ამ საკითხების ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ძველი და ახალი ფრთის თემა არ არის და ესეც თავსმოხვეული გარკვეული კლიშეა, რომელიც უფრო საინტერესოდ ჟღერს, ვიდრე რეალური სიტუაცია. თქვენ მაინც იმ ხაზით გინდათ საუბრის წაყვანა, უკავშირდება თუ არა განახლება დაპირისპირებას, თითქოსდა ამოვწურე ეს თემა.
თუ მაგ ხაზით გინდათ საუბარი, კი ბატონო, გიპასუხებთ, გეტყვით, რომ საკადრო შევსება, კადრებთან მუშაობა არანაირად არაფერს არ უკავშირდება. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ყველა უწყებას ახასიათებს. ეკა ბესელია, გედი, ან სხვები წავიდოდნენ, არ წავიდოდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ სადღაც სიცარიელე გაჩნდა და ის სიცარიელე უნდა შეივსოს. ეს დამოუკიდებელი პროცესია.
რამდენად გადამწყვეტი იქნება ამ პროცესში ივანიშვილის როლი, ისევე როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე?
– ბიძინა ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და რასაკვირველია, მისი როლი იყო, არის და მომავალშიც დიდი იქნება. მაგრამ საერთოდ ჩვენთან პოლიტიკურ ველზე სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება, არანორმალური სიტუაცია შეიქმნა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად იცხოვროს და აბსოლუტურად არ იყოს დამოკიდებული არანაირ სახელმწიფო პროცესებზე, ან მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მისთვის გზა ყველგან ხსნილია. რასაკვირველია, ეს ადამიანი სხვა პრინციპებით და სხვა პათოსით ცხოვრობს ამ ქვეყანაზე და ქვეყანა სტკივა.
ძალიან ბევრი ადამიანები ვიცი, რომელსაც რასაკვირველია, ეს რიტორიკა გააჩნია, მაგრამ რეალურად პოლიტიკას როგორც კარიერულ სფეროს, ისე განიხილავს. ამ მხრივ „ქართული ოცნება“ მნიშვნელოვნად განსხვავდება თავისი ოპონენტებისაგან. ჩვენთან პოლიტიკა არ განიხილება როგორც გარკვეული პროფესია. ერთი მხრივ, შეიძლება ეს არც იყოს კარგი, იმიტომ, რომ პოლიტიკური „არსება“, ეს გაგება არის გარკვეული სტანდარტი პოლიტიკურ წრეებში, გადახედეთ განვითარებულ დემოკრატიებს, სადაც კონკრეტული პარტიები თავისი ინტერესებით არიან ჩამოყალიბებული და არ უშვებენ არავითარ გადახვევას გარკვეული მიმართულებიდან. „ქართულ ოცნებაში“ ორი მთავარი ნიშანია, პირველ რიგში - პატრიოტიზმი, ქვეყნის ერთგულება და პროფესიონალიზმი.
აქ არ არის აუცილებელი, რომ შენ მაინცდამაინც „ქართულ ოცნებაში“ პარტიულად იყო გაწევრიანებული. შეიძლება დამახასიათებელი ნიშანი არ არის პოლიტიკური გუნდისათვის, მაგრამ თავად ბიძინა ივანიშვილია ასეთი. „ქართული ოცნება“ ეს არის კარგად შერჩეული პირობითი სახელი იმ გუნდისა, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში ფიქრობს უშველებელი გამოწვევის ქვეშ მყოფი პატარა ქვეყნის გამოწვევაზე და გადარჩენაზე. არავითარი სხვა პროცესი, პოლიტიკური კარიერის გაკეთების, წინსვლის, ან რაღაცის მოხვეჭის აქ არ არსებობს. სწორედ ამ რეალურ სურათს უტევენ და თუ სადმე ტალახის სროლა უნდათ რაიმე მიმართულებით, სწორედ ამ მიმართულებაზე არის მთავარი შეტევა, იმიტომ, რომ რეალურად ეს არის დიდი უპირატესობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სხვა პარტიებისგან განსხვავებით გააჩნია.
როგორი იქნება „ქართული ოცნების“ ათეული და სად იქნება გიორგი ვოლსკი, იქნება პოლიტიკაში, თუ პოლიტიკის გარეთ, როგორც რიგითი მოქალაქე?
– არ ვიცი. მე მგონია, რომ რიგითი მოქალაქე ნებისმიერი პოლიტიკოსია, ჩვეულებრივი ამბავია.
პოლიტიკიდან მიდიხართ?
– იცით რა, ერთხელ იყო საუბარი თქვენს კოლეგასთან იმის თაობაზე, რომ პროპორციული სისტემა ჯობია, თუ შერეული. მე ვამბობ, რომ შერეული სისტემა არის სისტემა, რომელიც დიდი ალბათობით გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებული პარტია 51%–იან ბარიერს გადალახავს. პარლამენტში 51%–იანი ბარიერის გადალახვა ნიშნავს იმას, რომ პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალება მიეცემა. პროპორციული არჩევნებით ასეთი პერსპექტივა, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება, მით უმეტეს დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში.
დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე წინა პლანზე წამოწეული არც ერთი პარტია არ არის მზად იმისათვის, რომ მეორე ოპონენტთან ერთად შექმნას მთავრობა და აიღოს კოალიციური პასუხისმგებლობა, დღეს ასეთი არ არსებობს. ამის გამო პროპორციული არჩევნების ჩატარება პრაქტიკულად დიდი საფრთხეა ჩვენი ქვეყნისთვის. მაშინ შემეკითხა ჟურნალისტი, 2024 წელს რატომ დაუშვით პროპორციული არჩევნებიო, რაზეც ვუპასუხე, რომ იმედია 2024 წლისთვის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვლენ პოლიტიკური პარტიები, ახალი თაობა, რომლებიც არ იქნებიან დამძიმებული პირადი ურთიერთობებით და შეძლებენ კოალიციური პასუხისმგებლობის აღებას და უფრო დაახლოებული იქნება ევროპული პოლიტიკის კულტურასთან. სწორედ ახლახანს გერმანიაში ერთ–ერთმა პარტიამ ვერ აიღო უმრავლესობა, მთავრობის შეუქმნელობის გამო 3–4 თვიანი კრიზისი იყო, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს, რომ გარკვეული კოალიცია შეექმნათ პოლიტიკურ გუნდებს, რომ დაეკომპლექტებინათ მთავრობა.
ჩვენთან ეს პერსპექტივა ჯერჯერობით არ არსებობს...
– მაგრამ სურვილი იმისა, რომ ასეთი პერსპექტივა იარსებებს, ძალიან დიდია. მცირე რესურსების და ამდენი გამოწვევების მქონე ქვეყანას, რასაკვირველია, პასუხისმგებლიანი მართვა სჭირდება. თუნდაც პოლიტიკურად დაპირისპირებული პარტიები უნდა პოულობდნენ საერთო ენას, როდესაც საქმე კრიზისის არიდებას ეხება. დღეს ასეთი პერსპექტივა არ არსებობს.
დღეს, მე ჩვენი ოპონენტების უმრავლესობას განვიხილავ როგორც მავნებლებს, რომლებსაც სწყურიათ სათავეში მოსვლა და ამ სურვილს, მისწრაფებას ფუთავენ რაღაცა განცხადებებით, სპეკულირებენ რეალურად არსებული სოციალური პრობლემებით. იმედი მაქვს, რომ 2024 წელი ასეთი არ იქნება. როდესაც ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა: თქვენ სად იქნებით ამ დროსო, რასაკვირველია, მე ვერ ვუპასუხე, რომ იქ არ ვიქნებოდი. რასაკვირველია, ძველი თაობა უნდა წავიდეს, მაგრამ დატოვოს ძალიან კარგი, უფრო გაწმენდილი, სუფთა და უფრო მაღალი დონის პროფესიონალური გუნდი.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წელს არ იქნებით პარლამენტში?
– მართალი გითხრათ და შემიძლია დავიფიცო, რომ არ ვგეგმავ ხვალინდენ და ზეგინდელ დღეს, მით უმეტეს როგორც გითხარით, პოლიტიკური კარიერის თემა არ არის ის ხაზი, რაც ჩემს ცხოვრებას ამოძრავეს. ვემსახურო ქვეყანას და მზად ვარ, ნებისმიერ დროს გავაკეთო იგივე, მაგრამ გააჩნია როგორი ვითარება შეიქმნება. პოლიტიკურ ასპარეზზე გეგმები არ მაქვს, გეგმები მაქვს ხვალისათვის. სწორედ ახლა ვზივარ და ჩემი აპარატის ხელმძღვანელთან ერთად ვგეგმავ მომავალი კვირის განრიგს.
13 იანვარი, 9:02
''worldatlas''-მა შეადგინა რეიტინგი იმ ქვეყნებისა, სადაც განათლების სისტემამ ''კრახი'' განიცადა და დღესაც განიცდის(ფორმალური სათაური ასეთია '' ქვეყნები, უსაშინლესი განათლების სისტემით ''). კვლევა შეიცავდა უამრავ კრიტერიუმს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია, განათლების სისტემის ორგანიზებულობა, განათლებაში ჩადებული თანხა, სწავლების ფორმა, მასწავლებელთა სწავლების მეთოდიკა, კულტურული განათლება და მოიტანა თუ არა ამ განათლების სისტემამ შედეგი/ შედეგზე გასვლა.
image
რეიტინგში 25 ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყანა გამოვლინდა, ''საპატიო'' 25-ე ადგილს საქართველო იკავებს.
1 ეკვატორული გვინეა 0.7 %
2 მიანმარი 0.8 %
3 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 1.2 %
4 ზამბია 1.3 %
5 არაბეთის გაერთიანებული საამიროები 1.3 %
6 მონაკო 1.6 %
7 ლიბანი 1.6 %
8 ლიბერია 1.9 %
9 შრი-ლანკა 2.0 %
10 ერიტრეა 2.1 %
11 ლიხტენშტაინი 2.1 %
12 გვინეა 2.1 %
13 დომინიკის რესპუბლიკა 2.2 %
14 ლიბია 2.3 %
15 ირანი 2.3 %
16 პაკისტანი 2.4 %
17 ზიმბაბვე 2.5 %
18 კატარი 2.5 %
19 ანტიგუა და ბარბუდა 2.5 %
20 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2.5 %
21 ჩადი 2.6 %
22 პერუ 2.6 %
23 კამბოჯა 2.6 %
24 სიერა ლეონე 2.7 %
25 საქართველო 2.7 %
(2017-18 წლის კვლევა)
U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის!
2018, 19 სექტემბერი, 20:21
U.S.News & World Report-ის კვლევაში, რომელიც მსოფლიოს განათლებული ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს, საქართველო ვერ მოხვდა.
image
მართალია, საქართველო რეიტინგში წარმოდგენილ 80 ქვეყანას შორისაც ვერ მოხვდა, მაგრამ რეიტინგში ვხვდებით ჩვენს მეზობელ ქვეყნებს.
რუსეთი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, თურქეთი - 35-ზე, ხოლო აზერბაიჯანი - 62-ე ადგილზე.
image
რეიტინგში წარმოდგენილი საუკეთესო 10-ეული ასე გამოიყურება:
მე-10 ადგილი – დანია
მე-9 ადგილი – შვედეთი
მე-8 ადგილი – იაპონია
მე-7 ადგილი – შვეიცარია
მე-6 ადგილი – ავსტრალია
მე-5 ადგილი – საფრანგეთი
მე-4 ადგილი – გერმანია
მე-3 ადგილი – კანადა
მე-2 ადგილი – აშშ
1-ლი ადგილი – გაერთიანებული სამეფო
image
წარმოგიდგენთ რეიტინგში ბოლო 10 ქვეყანას
71-ე ადგილი - ანგოლა
72-ე ადგილი - განა
73-ე ადგილი - კენია
74-ე ადგილი - ვიეტნამი
75-ე ადგილი - ნიგერია
76-ე ადგილი - გვატემალა
77-ე ადგილი - მიანმარი
78-ე ადგილი - ტანზანია
79-ე ადგილი - ალჟირი
მე-80 ადგილი - პაკისტანი