მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსმა, უკრაინაში პოპულარულმა მსახიობმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხმების 30.4% მიიღო, ანალიტიკოსები სულ უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა უკრაინას კომიკოსი მსახიობი პრეზიდენტი ჰყვადეს და ეს ოლიგარქების მმართველობის დასასრული იყოს. პეტრო პოროშენკომ ზელენსკისგან განსხვავებით უფრო ცოტა ხმები 17.8% აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მსახიობს გამარჯვების დიდი შანსი აქვს.
თუმცა უკრაინის მოსახლეობის პროდასავლურ ნაწილში სულ უფრო დიდია იმის შიში, რომ შესაძლოა ზელენსკიმ გამარჯვების შემთხვევაში საგარეო კურსი შეცვალოს. მათი აზრით, მსახიობის უკან ოლიგარქი კოლომოისკი დგას, რომელიც პოროშენკოს მტრად და პუტინისთვის მისაღებ ფიგუარდ ითვლება. თუმცა „მთელ კვირასთან“ ქართველი ანალიტიოსები გამორიცხავენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ზელენსკიმ უკრაინელების ნებას გადაუხვიოს და კურსი რუსეთისკენ აიღოს.
21 აპრილს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება და უკრაინელები საბოლოო გადაწყვეტილებას ამ დღეს მიიღებენ. პირველი ტური 31 მარტს გაიმართა.
რა შანსები აქვს წარმატებულ კომიკოსს, რომ გახდეს უკრაინის პრეზიდენტი და ვინ უმაგრებს მას ზურგს. ეს არის ყველაზე მთავარი კითხვები არჩევნების მეორე ტურამდე. თავად ზელენსკი ირწმუნება, რომ თავს გაართმევს რთულ ამოცანას. პოლიტიკურად ის, შესაძლოა, გამოუცდელი იყოს, მაგრამ ქარიზმატულია და მოხერხებულად იყენებს სოციალურ მედიას პოლიტიკური ელიტით იმედგაცრუებული ამომრჩევლების მისაზიდად. ის საზოგადოებრივი აზრის ყველა გამოკითხვაში ლიდერობს.
ზელენსკი ვარსკვლავად აქცია იუმორისტულმა შოუმ ტელეარხზე, რომელიც ეკუთვნის უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოლიგარქს, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სტაჟიან მოწინააღმდეგეს, სხვადასხვა სამართალდარღვევაში ეჭვმიტანილ იგორ კოლომოისკის. ბევრი შიშობს, რომ ზელენსკი, თუ მართლაც გაიმარჯვებს არჩევნებში, კოლომოისკის მარიონეტი იქნება. ბევრს აფიქრებს პრეზიდენტობის მსურველი შოუმენის დაპირებაც, რომ რუსეთის ლიდერთან ერთად მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას დონბასში კონფლიქტისათვის ბოლოს მოსაღებად. ხომ არ მოხდება მოსკოვთან შეთანხმება უკრაინის ინტერესების ხარჯზე? რა სახის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოს მისგან მსოფლიო და მათ შორის უკრაინის მოკავშირე საქართველო. სავარაუდოდ, უკრაინელები, ვისაც აშინებს ქვეყნის სათავეში გამოუცდელი, თან პუტინთან შეხვედრაზე მოლაპარაკე ლიდერის მოსვლის პერსპექტივა, უპირატესობას მოქმედ პრეზიდენტს მიანიჭებს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ მეორე ტურში გამარჯვების დიდი შანსი ზელენსკის აქვს, რადგან ხალხს პოლიტიკოსების მიმართ ნდობა აღარ აქვს.
ანალიტიკოსის თქმით, უკრაინის მოსახლეობა ნიჰილისტურად არის განწყობილი გამოცდილი პოლიტიკოსების მიმართ, რომლებმაც დაპირებების შესრულება ვერ მოახერხეს. ასევე დიდი იმედ გაცრუებაა პოროშენკოს მიმართ, რადგანაც მან კორუფციის კუთხით ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა ვერ შეცვალა. რაც შეეხება ზელინკის გამარჯვების შემთხვევაში შეიცვლება თუ არა უკრაინის საგარეო პოლიტიკური კურსი, ჩიტაძე ამბობს, რომ არა, რადგანაც მოსახლეობის დიდი ნაწილი პროდასავლურია და ზელინსკი უკრაინელების ნების საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებს.
„დიდი ალბათობაა იმის, რომ ზელინკსიმ მეორე ტურში გაიმარჯვოს. ასევე არსებობს შანსები, რომ ტიმოშენკოს ამომრჩეველმა მხარი მას დაუჭიროს. რაც შეეხება მის მიმართ კითხვებს, დგას თუ არა მის უკან ოლიგარქი კოლომოისკი, რა თქმა უნდა, ეს კითხვა ობიექტური და ლოგიკურია. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, რუსეთში მხოლოდ ერთ ოლიგარქვს არა აქვს ხელისუფლება ხელში აღებული. იქ კიდევ ხუთი ოლიგარქია და მათ შორის ძალაუფლებისთვის ბრძლა მუდმივად მიდის. უბრალოდ ერთი გარემოებაა, რომ თუ ზელინსკი პრეზიდენტი გახდა, ის უკრაინელების ნების საწინააღმდეგოდ საგარეო პოლიტიკას ვერ შეცვლის.
რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, რა თქმა უნდა, რომ ისინი ამ მოვლენებს აკვირდებიან, შესაძლოა თავისი რჩეულიც ჰყვათ, მაგრამ უკრაინელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. ამ ეტაპზე დასავლეთი უფრო დაკვირვების ეტაპზეა და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს. თუ არჩევნები არ გაყალბდა და პოროშენკომ ის მოიგო, ფაქტს ზელენსკი შეეგუება. თუ არა და არც ის არისგამორიცული, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანოს. ყველაფერი არჩევნების ობიექტურად ჩატარებაზე იქნება დამოკიდებული“,-აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“
მისივე თქმით, ფაქტი ერთია, რომ უკრაინელი ხალხი პოლიტიკსოებით დაიღალნენ და მათ ახალი სისხლი სჭირდებათ. აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ ცენტრალური უკრაინაში ზელენსკი დამაჯერებლად ლიდერობს. აღმოსავლეთი უკრაინაში კი კიდევ უფრო გამოკვეთილია ზელენსკის, როგორც ლიდერის პოზიცია და 45%-ით იგებს. რაც შეეხება დასავლეთი უკრაინას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველი ადგილი ერგო პეტრო პოროშენკოს. ის ლიდერობს ლვოვსა და ტერნოპოლში. ეს რეგიონები კი მიეკუთვნება ტერიტორიას, სადაც ძლიერია ნაციონალისტური და პროდასავლური განწყობები.
ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე კი აცხადებს, რომ ვლადიმერ ზელენსკის და იულია ტიმოშენკოს უკან ოლიგარქი იგორ კოლომოისკი დგას. ამიტომ, ჯერ ძნელია გადაჭრით იმის თქმა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში კომიკოსი გაიმარჯვებს. მისი თქმით, მას იულია ტიმოშენკომ მხარი არ დაუჭირა, გარდა ამისა, ხალხს გაურკვევლობის შეეშინდება. ხოლო ზელენსკი კი ერთი დიდი გაურკვევლობაა.
„ ომის მდგომარეობაში მყოფ უკრაინელებს შეეშინდებათ, რომ ქვეყანა ქაოსმა არ მოიცვას. ზელენსკის ტიმოშენკოს მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ეს არც იქნებოდა გასაკვირი. ტიმოშენკოს და ზელენსკის უკან ერთი ოლიგარქი დგას - კოლომოისკი.რა მოხდა და რატომ არ უჭერს მხარს ტიმოშენკო, მე სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. არჩევნების პირველი ტურიდან დიდი დრო არ არის გასული და ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამოსულა. ალბათ გაირკვევა რა არის რეალურად ამის მიზეზი. უკრაინა დიდი ქვეყანაა, სადაც ბევრი ოლიგარქი ცხოვრობს. ამიტომ მათთან ბრძოლა ასე ადვილი არ აარის. სააკაშვილი ერთს კი მოერია, მაგრამ მეორე უფრო ბევრი ფულის მქონეს ვერა. ამიტომ ზელინსკის გამარჯვებას მე პირადად იმედით არ ვუყურებ“- აღნიშნა შარაშენიძემ.