ჯერი თქვენზეა, ბიძინა

ჯერი თქვენზეა, ბიძინა

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ტრიუმფი იქნება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი გამარჯვებულებიც ისევე მოიქცევიან, როგორც დამარცხებულნი

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლებას ამომრჩევლები დაშინებული ჰყავს, მაგრამ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, ქართველები რეალური არჩევანი ჰქონდათ, რაც გამოიყენეს კიდეც. მათ პრეზიდენტის, მიხეილ „მიშა“ სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სანაგვეზე მოისროლეს და იდუმალებით მოცული მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებას“ გაამარჯვებინეს.

ის რომ არსებობდა არჩევანი, შესანიშნავი იყო (გასულ თვეში ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიციას ერთი ადგილიც არ ერგო). ბ–ნი ივანიშვილი ნდობასა და პატივისცემას იმსახურებს იმისათვის, რომ მან გახსნა პოლიტიკური სისტემა, სადაც ხელისუფლებაში 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსული ბ–ნი სააკაშვილის ძლიერი, ახალგაზრდა ტექნოკრატები დომინირებდნენ. მართლია, ოპოზიცია ხმამაღლა აცახადებდა, რომ კრიმინალურ დიქტატურას ებრძოდა, თუმცა ხელისუფლებამ საარჩევნო კამპანია (დიდწილად) გაათავისუფლა და (რეალურმა ტესტმაც) გაამართლა. ბ–მა სააკაშვილმა დამარცხება ელეგანტურად აღიარა. შეცვლილი კონსტიტუციის თანახმად, მომავალში საქართველო უფრო საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება, ვიდრე საპრეზიდენტო. ასე, რომ ახლა ბ–ნი ივანიშვილი პრემიერ- მინისტრი გახდება, მოგვიანებით კი მეტ ძალაუფლებას მიიღებს; ხოლო ერთობლივი ერთწლიანი თანაარსებობის შემდეგ, ბ–ნი სააკაშვილი გზას დაუთმობს მემკვიდრეს, რომელსაც ნაკლები უფლებები ექნება.

ევროპის უმეტეს ქვეყნებში მშვიდობიანი პოლიტიკური და კონსტიტუციური ცვლილება ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ეს იშვიათია (გარდა ბალტიის სახელმწიფოებისა) ყოფილ საბჭოთა კავშირში. აღსანიშნავია, რომ თავისი ნაბიჯით სააკაშვილმა შესანიშნავად შეინარჩუნა თავისი რეფორმატორული მემკვიდრეობა და რითაც გააქარწყლა მოსაზრება, რომ მისი მმართველობა პუტინისებრი იყო. დასავლელებს, რომლებიც მას ენდობოდნენ, შეუძლიათ მიიჩნიონ, რომ მან გაამართლა. თავის მხრივ, ბ–მა ივანიშვილმა გააღვივა ეჭვები, როდესაც ბ–ნი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა (მან მალევე დაიხია უკან). კონსტიტუცია მკაფიოდ ამბობს: ბ–ნ სააკაშვილს გადადგომამდე კიდევ ერთი წელი დარჩა. ღრმა სხვაობების მიუხედავად, იგი მზადაა ითანამშრომლოს გამარჯვებულ ოპონენტთან, ბ–მა ივანიშვილმა კი შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას.

საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაცია კარგი იქნებოდა, ხოლო რეფორმების გაგრძელება – კიდევ უფრო უკეთესი. ადვილია იყო პირქუში. ბ–ნი ივანიშვილის ჭრელ კოალიციას უმთავრესად მისი ხელგაშლილობა აერთიანებს. მის რიგებში არიან ქსენოფობები, შოვინისტები და ისინი, ვისაც წარსულის ნოსტალგია აქვს, რომლებიც ნაწილობრივ შეზღუდულნი არიან პატივსაცემი პროდასავლელი ლიბერალებით, რომლებიც სააკაშვილს განუდგნენ. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში „ქართული ოცნება“ ადვილად ახერხებდა მთავრობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მაგრამ თავად არ იყო მასშტაბური დაკვირვების ობიექტი. ახლა სწორედ ასე იქნება. მისი პოლიტიკური პლატფორმა – რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და უფრო სამართლიანი საზოგადოება – სამწუხაროდ გაურკვეველია. საქართველოში შესაძლოა სტაგნაციის ხანა დაიწყოს ან უფრო უარესი, ის შეიძლება იმ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ავტოკრატიული, კლანური კაპიტალიზმის გზას დაადგეს, რომლებიც კრემლის ჩრდილქვეშ არიან.

ან შემიყვარე ან თავი დამანებე

ბ–ნი სააკაშვილი მტკიცე ოპოზიციის დეფიციტს განიცდიდა, ისეთის, რომელიც მას გააკონტროლებდა. ბ–ნი ივანიშვილის ახალ მთავრობას ასეთი ძალა ეყოლება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფხიზლად იქნება ისეთი მცდელობების მიმართ, როგორიცაა სახელისუფლებო ბერკეტების მიტაცების მცდელობა, პოლიტიკური სისტემის ფალსიფიკაცია და კუდიანებზე ნადირობა. მოითხოვდა რა საქართველოს მმართველი ძალისგან ლოიალური ოპონირების აღიარებას, ბ–მა ივანიშვილმა უნდა მოახდინოს დემონსტრირება, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას იგივეს გაკეთება შეუძლია. მან ასევე უნდა გვიჩვენოს, რომ ძალუძს რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ისე რომ არ გახდეს მისი ინტრიგებისა და დაშინების სხვერპლი. პოლონეთმა ეს გააკეთა. შეუძლია საქართველოსაც.

ორთავე მხარისათვის უზარმაზარ ამოცანას წარმოადგენს იმ ნაპრალის ამოვსება, რომელიც ქართულ საზოგადოებაში გააჩინა არჩევნებმა გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს შორის გასული რვა წლის განმავლობაში. მოდერნიზაციით ზოგიერთმა ძალიან იხეირა, მაგრამ უმუშევრობა და სიღატაკე შოკისმომგვრელია ხანშიშესულ, ნაკლებად განათლებელ და სოფლის მოსახლეობაში. ყველა მხარე ერთმანეთის დემონიზაციას ახდენს, რაც შორსაა სამუშაო ჯანსაღი რიტორიკისგან. გაისმის ბრალდებები ტირანიის, ღალატისა და ფანატიზმის შესახებ. ბ–ნი სააკაშვილის სახელმწიფოებრივმა მიდგომამ შეარყია მისი როგორც ქედმაღალი, არამდგრადი და შურისმაძიებელი ლიდერის რეპუტაცია. ესეც ერთგვარი სტანდარტია ბ–ნი ივანიშვილისთვის.
foreignpress.ge