პუტინის მრჩევლის სიდედრის მიდიების ფერმა და კრემლთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესები ანექსირებულ ყირიმში

პუტინის მრჩევლის სიდედრის მიდიების ფერმა და კრემლთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესები ანექსირებულ ყირიმში

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, ევპატორიასთან, მდებარეობს მიდიებისა და ლოკოკინების ფერმა "Аква Крым"-ი, რომლის ერთერთი მეპატრონეც არის რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩევლის სერგეი გლაზევის სიდედრი ლილია გომზიკი.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ლილია 68 წლისაა და ეს მისი პირველ;ი ნაბიჯია ბიზნესში. გომზიკის გარდა ამ ფირმის წილებს ფლობენ რუსეთის პოლიციის გენერალ-მაიორი და უკრაინის რადას დეპუტატის ძმა.

მიდიებისა და სხვა ზღვის პროდუქტების ბუმი ყირიმში მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლეთის სანქციების საპასუხოდ რუსეთმა ევროპიდან და ამერიკიდან გარკვეული პროდუქტების, მათ შორის ზღვის დელიკატესების შემოტანა აკრძალა.

ამ ბიზნესის განვითარებას ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ორი მთავარი პრობლემა უდგას წინ:

რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციების ამოღებას 3-7 წელი სჭირდება.

საკმაოდ რთულია და ფაქტიურად შეუძლებელია, განვითარებულ სპეციფიქკურ სანაპირო ინფრასტრუქტურასთან ახლოს კერძო საკუთრებაში მიწის ნაკვეთის მიღება. დოკუმენტაციის გაფორმებას ხანდახან წლები სჭირდება.

ცხადია, პუტინის მრჩევლის სიდედრს ამ პრობლემის მოგვარება არ გაუჭირდა.

2014 წლის შემდეგ ყირიმი აქტიურად იქცა კრემლთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესების სფეროდ.

2015 წელს ცნობილმა ჟურნალისტმა დიმიტრი კისილევმა ყირიმში დაიწყო შამპანურ Cock t'est belle-ს გამოშვება.

ბანკმა "Россия"-მ, რომლის სააქციო პაკეტის უდიდესი ნაწილი კრემლთან დაახლოებულ იური კოვალჩუკს ეკუთვნის, სიმფეროპოლის აეროპორტის რეკონსტრუქციის პარალელურად შამპანური ღვინოების ქარხანა "Новый свет"-ი შეიძინა.

არკადი როტენბერგის "Стройгазмонтаж"-ი, რომელიც სანქცირებულთა სიაში "ქერჩის ხიდის" აშენების გამო მოხვდა, ყირიმში 40 ჰექტარზე გასართობ პარკს აშენებს.

ВТБ ბანკის ხელმძღვანელ ანდრეი კოსტინთან დაახლოებული სტრუქტურები ყირიმის საღვინე მეურნეობას Alma Valley-ის ფლობენ და სხვ.