ამერიკის 20-მა შტატმა დონალდ ტრამპს მიზეზი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის გამო სასამართლოში უჩივლა.
მოსარჩელეები უკანონოდ მიიჩნევენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მცდელობას, რომ ფედერალური ბიუჯეტიდან 1.6 მილიარდი დოლარი კედლის მშენებლობას მოხმარდეს და სასამართლოსგან ამ ინიციატივის დაბლოკვას სთხოვენ.
პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი კალიფორნიის საოლქო სასამართლოში იმ დროს დარეგისტრირდა, როდესაც თავად დონალდ ტრამპმა მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში ტურნე დაიწყო.
ტრამპი პოზიციას არ იცვლის. მან მესაზღვრეებთან და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიგრანტებს ვეღარ მიიღებს და თავშესაფრის მინიჭების შესახებ კანონსაც გაამკაცრებს.