ლიბიის ეროვნული არმიის ფელდმარშალმა ხალიფა ხაფტარმა თავის ჯარს, ქვეყნის დედაქალაქ ტრიპოლის შტურმის აღების ბრძანება გასცა. როგორც Al Jazeera იუწყება, ბრძანების მიხედვით, სამხედროებმა არ უნდა ესროლონ სამოქალაქო პირებს.
ხაფტარმა ტრიპოლიზე შეტევა გაეროს ეგიდით ლიბიის სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დროს დაიწყო. გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, რომელიც ამჟამად ტრიპოლიშია, კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. ტრიპოლი და ქვეყნის დასავლეთ მხარე ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, რომელსაც მხარს უჭერს გაერო. აღმოსავლეთ ნაწილი და სამხრეთი 2014 წელს არჩეული „ტობრუკეს“ მთავრობის კონტროლის ქვეშაა, რომელიც მხარს უჭერს ხალიფა ხაფტარს და მის ჯარს.
2018 წლის შემოდგომაზე გამოცემა The Sun და რუსული РБК წერდა, რომ რუსეთმა ლიბიაში სამხედროები გადაისროლა. გამოცემები იუწყებოდნენ, რომ ლიბიაში რუსული კონტინგენტი ხაფტარის სამხედროებს ამზადებდა. მოსკოვი ამ ბრალდებას უარყოფდა.