პომპეო: პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს

პომპეო: პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს

"ვლადიმერ პუტინს იმპერიალიზმის ბნელი ოცნებები აქვს - ამას ცხადყოფს საქართველოსა და უკრაინაში შეჭრა, სირიასა და, ახლა უკვე, ვენესუელაში ინტერვენცია. მას სურს ჩვენი ალიანსის გახლეჩა და დემოკრატიული ერთსულოვნების შესუსტება," - ამის შესახებ ნატოს მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ნატომ შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამოქმედო პაკეტი შეათანხმა, რომელიც უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერებას გულისხმობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ვაშინგტონის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.