ჩიკაგოს ახალი მერი ჰყავს. ამ პოსტზე აფრო-ამერიკელი ლესბოსელი ქალი დაინიშნა. 56 წლის ლორი ლაითფუთი 13 კანდიდატს შორის 74%-ით გავიდა. ამის შესახებ BBC წერს.
ჩიკაგოში მთავარ გამოწვევად ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაული რჩება. სწორედ ამ საკითხზე მოუწევს კონცენტრირება პოლიტიკოს ქალს.
ამჟამად ატლანტას, სან-ფრანცისკოსა და ახალ ორლეანს აფრო-ამერიკელი მერები და თანაც ქალები ჰყავთ.