ნატო 70 წლისაა - 1949 წლის 4 აპრილს, 12-მა ქვეყანამ ხელი ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას მოაწერა

ნატო 70 წლისაა - 1949 წლის 4 აპრილს, 12-მა ქვეყანამ ხელი ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას მოაწერა

ზუსტად 70 წლის წინ, ნატო შეიქმნა -1949 წლის 4 აპრილს, 12-მა ქვეყანამ ხელი ჩრდილო-ატლანტიკურ ხელშეკრულებას ვაშინგტონში მოაწერა და ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, ერთობლივ საპასუხო ქმედებებზე შეთანხმდა.

„როდესაც 1949 წლის 4 აპრილს ამ ოთახში ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა ჩვენს კოლექტიურ მისწრაფებებზე საუბრისას ნატო-ს, "აგრესიის წინააღმდეგ ფარი" უწოდა. მაშინ ზოგი ფიქრობდა, რომ თავად ნატო-ს იდეა იყო აგრესიული. მაგრამ 12 დამფუძნებელი ქვეყნის ისტორიული იმედები წლების განმავლობაში გამართლდა.

დღეს ძველ გამოწვევებთან ერთად, ახალი გამოწვევების წინაშეც ვდგავართ. ესენია რუსეთს აგრესია, მასობრივი მიგრაცია, ახალი ტექნოლოგიებით გამოწვეული სისუსტეები. შეიქმნა არასტაბილურია გეოპოლიტიკურად გარემო. ერთად, ალიანსის წვერები ვაძლიერებთ ჩვენს შეკავებისა და თავდაცვით პოზიციას. ჩვენ ვზრდით ჩვენს ყოფნა ბალკანესა და შავი ზღვის რეგიონებში, ვზრდით ჩვენი ძალების მზადყოფნას და ვაუმჯობესებთ მდგრადობას თანამედროვე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინააღმდეგ,"- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, ნატო-ს ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე.