თუ ტრამპი მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს აშშ-ში ავოკადო 3 კვირაში გაქრება

თუ ტრამპი მექსიკის საზღვარს ჩაკეტავს აშშ-ში ავოკადო 3 კვირაში გაქრება

ამერიკელი მომხმარებლები 3 კვირაში ავოკადოს გარეშე დარჩებიან, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკასთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

როგორც დონალდ ტრამპმა, გასულ პარასკევს განაცხადა, თუ მექსიკა აშშ-ში მიმავალ მიგრანტებს არ შეაჩერებს, ქვეყანასთან საზღვარს მთლიანად ჩაკეტავს. ამ შემთხვევაში კი მილიარდობით დოლარის ღირებულების საკვები პროდუქტების იმპორტიც შეწყდება.

აშშ-ის აგროკულტურის დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავოკადოსა და ლაიმის მთავარი მიმწოდებელი მექსიკაა. ქვეყანაში იმპორტირებული ბოსტნეულის თითქმის 100% და ხილის 40% სწორედ მექსიკის ტერიტორიაზე იზრდება.

აშშ-სა და მექსიკის შორის  ყოველდღიურად $1.7 მლრდ დოლარის ოდენობის სავაჭრო საქონელი იცვლება. საზღვრის ჩაკეტვა კი ორივე მხარეზე იმოქმედებს.