უჩვეულო შემთხვევა მოხდა ჩინეთში. საბავშვო ბაღის აღმზრდელმა 23 ბავშვი გამიზნულად მოწამლა. ამის შესახებ CNN წერს.
პოლიციის ინფორმაციით, მან საკვებს ნატრიუმის ნიტრატი დაუმატა. ეჭვმიტანილი ქალი დაკავებულია. 15 ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს, 8 ამ დრომდე მკურნალობს.
მომხდარის მიზეზი და მოტივი ამ დრომდე უცნობია.