ქარიშხალის მოლოდინში

ქარიშხალის მოლოდინში

ის, თუ ვინ მართავს ამ ქვეყანას, უკიდურესად მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. მაგრამ ეს გაურკვეველი გახდა მას შემდეგ, რაც არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

თავისი ტურბულენტური სტანდარტების გათვალისწინებითაც კი საქართველო, როგორც ჩანს, პოლიტიკური არასტაბილურობის ხანგრძლივ ფაზაში შედის მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა – პირველად 1991 წლის დამოუკიდებლობის შემდეგ ძალაუფლების გადაცემა არჩევნებით და არა რევოლუციის გზით მოხდა.

მიუხედავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი მოწყალე აღიარებისა, რომ მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამართლიანად დამარცხდა, მის გამარჯვებულ ოპონენტებს შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეექმნათ იმ ადამიანთან მუშაობით, რომელსაც თვეების განმავლობაში ლანძღავდნენ და დიქტატორს უწოდებდნენ. სააკაშვილი მომავალი წლის ოქტომბრამდე პრეზიდენტად რჩება, და ნაკლებ სავარაუდოა, რომ დამარცხებული სახელმწიფო პირის სტატუსს მოირგებს და ბრძოლას შეწყვეტს.

ის თუ ვინ მართავს საქართველოს, ამ ერთი ციდა 4.5 მილიონიან ქვეყანას კავკასიაში, არათანაზომადად მნიშვნელოვანია ამერიკასა და ევროპისთვის და რუსეთისთვის, მისი ყოფილი პატრონისთვის, რომელმაც უარი თქვა მის კონტროლზე 1991 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა პატარაა, ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია – გზაჯვარედინია აზიის კარიბჭესთან გასასვლელით ირანზე, თურქეთზე, რუსეთზე და დასავლეთსა და ჩრდილო კავკასიაზე შავი ზღვით.

ენერგორესურსებით ღარიბი ევროპისათვის, საქართველო მეტად მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზაა კასპიის ზღვის აუზის ნავთობისა და გაზის ექსპორტისათვის, რაც ჯერჯერობით მოსკოვის კონტროლის ქვეშ არ არის. ვლადიმერ პუტინის კრემლი საქართველოს უყურებს როგორც „ახლო უცხოეთს“ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ფრაზა არც თუ ისე ხშირად გამოყენება ამ დღეებში), რომელიც უნდა შეესატყვისებოდეს რუსეთის ინტერესებს. ევროპას სჯერა, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა, ლიბერალური თავისუფალი ბაზრის მიმდევარ „აღმოსავლეთის სამეზობლოს“ განეკუთვნება.

იდეა, რომ საქართველო ერთ დღეს ევროკავშირსა და ნატოს შეუერთდება – მას უკვე შეაქვს წვლილი სქემაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ – რუსი ნაციონალისტებისთვის მიუღებელია. შემთხვევითი არ არის, რომ 2008 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ტანკები შეიყვანა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად, მოსკოვი ეფექტურად აკონტროლებს ქვეყნის ერთ მეხუთედს.

ორივე მხარისთვის ამ სტრატეგიული განტოლების პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ლიდერებს (უფრო სწორი იქნებოდა თუ მათ მბრძანებლებს ვუწოდებდით) ახასიათებთ ის, რომ არ გააკეთონ ის რასაც მათ ეუბნებიან, მათ შორის სავარაუდო მეგობრები. სააკაშვილის ავტორიტარული, ზოგჯერ კონფრონტაციული სტილი, რომელსაც თან სდევს ადამიანის უფლებათა დარღვევების მთელი სერია, მათ შორის, უკანასკნელი ციხის წამების სკანდალი, დამაბნეველია მისი მხარდამჭერებისათვის ბრიუსელში. დასავლეთს სურს, რომ საქართველოში სტაბილური მთავრობა იხილოს, და არა პუტინის რეჟიმთან პერსონალურად დაპირისპირებული მთავრობა.

თუმცა ადამიანს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უდგას სათავეში, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელცი ასევე მოუქნელი ჩანს, პრემიერმინისტრი უნდა გახდეს. ივანიშვილმა უზარმაზარი ფული იშოვა რუსეთის კორუფციულ ოლიგარქულ ხანაში. მას დღემდე აქვს წილები გაზპრომში. სააკაშვილმა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო მას კრემლის მარიონეტი უწოდა, ბრალდება, რომელსაც თავად ივანიშვილი უარყოფს.

პუტინს სიამოვნებას მოჰგვრის მისი დაუძინებლი მტერი სააკაშვილი დამარცხებული იხილოს, მაგრამ მას არც იმის გარანტია არ აქვს, რომ არამდგრადი ივანიშვილი, რომელიც დიდ ხანს კარჩაკეტილი ცხოვრობდა თბილისის მდიდრულ სასახლეში, მის სასარგებლოდ იმოქმედებს. კრემლის მომხრე უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის კლონის დაბადება კარატის ხელმწიფისთვის ზედმეტად კარგი ვარიანტია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს. უფრო რეალურია ის, რომ ქართველებმა ერთი სააკაშვილი მეორეთი შეცვალეს.

ექსპერტი თომას დე ვაალი არჩევნებს ორი ტიტანის შეჯახებას ადარებს, რომელთაგან დემოკრატიულობით არცერთი გამოირჩევა:

„ბერძენი მკვლევარი ილია რუბანისი ქართულ პოლიტიკას „პლურალისტურ ფეოდალიზმს“ უწოდებს – კონკურენციას პატრიარქალურ ლიდერს, რომელიც უპირობოდ მართვას მთელ ქვეყანას და ოპოზიციის ლიდერს შორის, რომელიც ცდილობს ის გაადაყენოს და იგივე გააკეთოს [...]

„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი თავად არ იყრიდა კენჭს პარლამენტში, პირადად უძღვებოდა საარჩევნო კამპანიას მმართველი პარტიისათვის [..] მისი მთავარი გზავნილია, რომ შუა საუკუნეების ქართველი მეფის დავით აღმაშენებლის მსგავსად ისიც სახელმწიფოს ააშენებს, და მას და მის გუნდს საშუალება უნდა მიეცეთ, რომ საქმე დაასრულონ.

ივანიშვილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ამ ხედვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მაგრამ, როგორც New Republic-ის ჯეიმს კირჩიკმა აღნიშნა, ივანიშვილის, როგორც ლიდერის უნარები ჯერ გამოცდილი არ არის, მისი პროგრამა გრანდიოზულია, მაგრამ კონკრეტულ საკითხებში გაურკვეველი, და რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მისთვის უზარმაზარ და ძლევამოსილ მეტოქედ რჩება. მყიფე ექვსპარტიული კოალიცია „ქართული ოცნება“ ალბათ პარლამენტში შესვლის შემდეგ დაიშლება; ქვეყანა ახალ ფაზაში შედის და საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც მშვიდი არც არასდროს ყოფილა, ისეთი აბობოქრებულია როგორც არასდროს.
foreignpress.ge