ქართულ პოლიტიკაში არანაირი უხერხულობა არ არსებობს. ერთ დროს დაუნდობელი მოწინააღმდეგეები დღეს პარტნიორები ხდებიან. გირგვლიანის საქმე, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მსხვრევის ერთ-ერთ მთავარ ბასტიონად იქცა, დღეს უკანა პლანზეა გადასული და ამ საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე „ევროპულ საქართველოს“ უზავდება.
უფრო ადრე ამას წინ უძღოდა ოპოზიციური პარტიების დიდი თავყრილობა, სადაც გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთ მაგიდასთან მსხდომი ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი და კახა კუკავა ვიხილეთ.
უფრო შორს რომ წავიდეთ, „ნაციონალებთან“ ალიანსი არ გასჭირვებია ერთ დროს მათთან მებრძოლის იმიჯის მქონე პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანს, თავისი ცნობილი შეძახილით „აუ, რამდენი ვართ“...
უცნაური ალიანსები, ალბათ, წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და, თუკი ადა მარშანიას ფიგურალურ ნათქვამს დავესესხებით, „პატრიოტთა ალიანსიც“ „ნაციონალებთან“ რომ გაერთიანდეს“, ალბათ, ქართული პოლიტიკის დომხალიზაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ბოლოდროინდელი ალიანსები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია და, თუ ადრე „ნაციონალებთან“, ან მათ შვილობილებთან ალიანსი სირცხვილად ითვლებოდა, დღეს უკვე „ქოცობა“ გახდა იმდენად სამარცხვინო, რომ „ნაცებთან“ ალიანსი უმჯობესია?! სად გადის მორალური ზღვარი, რასაც არ უნდა გადააბიჯოს პოლიტიკოსმა?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის ორგანიზაციულად, ფინანსურად, სტრუქტურულად და ადამიანური რესურსითაც სუსტი პოლიტიკური პარტიების მცდელობა, თავი შეაფარონ ძლიერს. აქ უკვე ზნეობრივი, მორალური და სხვა მაღალი კატეგორიები უკანა პლანზეა გადასული.
„როგორც ჩანს, პოლიტიკურ ველზე დარჩენის სხვა შანსი მათთვის აღარ არსებობს და ამ გარემოებებმა უბიძგა მათ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. რამდენად მოდის ეს შესაბამისობაში მორალურ ჩარჩოებთან, ეს ცალკე საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ამ პარტიების ლიდერშიპმა ასე გადაწყვიტა. ელექტორატი, ალბათ, გააკეთებს თავის არჩევანს და თავის დამოკიდებულებას გამოხატავს არჩევნების დროს“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე და შეკითხვის საპასუხოდ, ნიშნავს თუ არა, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია და „ნაციონალებთან“ ალიანსი საქართველოში აღარ არის სამარცხვინო, ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ეს ნიშნავს საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ მაღლდება.
ზაალ ანჯაფარიძის განმარტებით, ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ პირიქით გვაქვს საქმე და კარგია, როცა ყოფილი მოწინააღმდეგეები საერთო ენას პოულობენ და კონსენსუსისკენ მიდიან, მაგრამ არსებობს ბარიერი, ზღვარი, რომლის გადაბიჯებასაც ვერანაირი პრაგმატული მოსაზრებით ვერ გაამართლებ. შესაბამისად, ამომრჩევლის დიდ ნაწილზე უკვე ვეღარ იმოქმედებს ლამაზი შეფუთვა, თითქოს დასავლური ორიენტაციის პარტიები გაერთიანდნენ. საბოლოოდ ყველაფერი მაინც დადის მის უდიდებულესობა - ხალხზე და ამომრჩეველიც თავის არჩევანს გააკეთებს.
სამართლიანობის აღდგენით აპელირება თავის მოტყუება ხომ არ გახდა, როცა უკვე „ნაციონალებთან“ ხარ ალიანსში?! ამის შესახებ ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ, გულახდილად თუ ვიტყვით, ვიდრე ეს ალიანსები და პოლიტიკური ქორწინებები გაფორმდებოდა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი მაინც არ იყო ისეთი, როგორც საზოგადოება მოითხოვდა. ამაზე არსებობდა კიდეც სერიოზული პრეტენზიები.
„ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამჯერად უცნაურ ალიანსებში შედიან „ნაციონალებთან“, თავიდანვე, ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ კოალიციის წევრებად ყოფნისას, ეწინააღმდეგებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მკაცრი ზომების გატარებას. ალბათ, გახსოვთ, მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის ცნობილი ნათქვამი, რომ „ნაცმოძრაობის“ გადარჩენა საქართველოს დემოკრატიის უპირველესი ამოცანააო. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა გახუნებული თემა გახდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს თემა საზოგადოებას დაავიწყდა. კი, შეიძლება, გახუნდა ეს თემა და გარკვეული პერიოდი უკანა პლანზეც გადავიდა, რადგან სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გადაფარა ყველაფერი, მაგრამ სამართლიანობის აღდგენა საზოგადოებას არ დავიწყებია ბოლომდე. ყველაფერს თავი დავანებოთ, 52 ათასმა ადამიანმა შეიტანა პროკურატურაში საჩივარი იმ რეპრესიებისა და ზარალის გამო, რაც მათ მიიღეს „ნაციონალების“ მმართველობის დროს. ეს ხალხი ცოტა არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ უკან ოჯახები დგას“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ.
სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამძფუძნებელი თორნიკე შარაშენიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებაში ზოგს მოსწონს კიდეც პოლიტიკური პარტიების ალიანსი „ნაციონალებთან“ ან „ევროპულ საქართველოსთან“. მართალია, ზოგიერთს არ მოსწონს ეს ფაქტი, მაგრამ გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ზეგ გახდება „ნაცმოძრაობის“ თამჯდომარე, 800 ათასი ხმა აიღო არჩევნებში.
„ამის ფონზე რა რესურსი გააჩნიათ „თავისუფალ დემოკრატებს“? პრაქტიკულად - არანაირი. ერთადერთი, მათ აქვთ კვალიფიციური სუბიექტის რესურსი, ამ დროს გაცილებით მეტი პარტიული რესურსი აქვს „ევროპულ საქართველოს“. ამიტომ ეს გაერთიანება სრულიად ლოგიკური მეჩვენება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბურჯანაძე და კუკავა ერთ მაგიდასთან სხდებიან გრიგოლ ვაშაძესთან, არ ვიცი, მათ რა შანსი აქვთ, ჩემი აზრით, არანაირი შანსი არ აქვთ. ახლა კუკავას რამხელა რეიტინგი აქვს, დასაკარგი აქვს რაიმე კუკავას? ასე რომ, რამდენ ხანს უნდა იძახონ „ნაციონალები, ნაციონალები“?! უფრო მეტი უცნაურობები გველოდება მომავალ არჩევნებამდე, ვიდრე ეს ალიანსებია“,-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
დაახლოებით: გირგვლიანის ოჯახის ყოფილი ადვოკატი რომ ამას იკადრებს, სხვა რაღა უნდა ვთქვათო...
...რომ გეგონებოდათ, საქვეყნოდ მე მქონდეს ნათქვამი: ეს მოსამართლეები(მათ შორის, გირგვლიანის საქმის... სტრასბურგმა რომ გვითხრა, ქვეყანას პატრონი არ ჰყავსო!)
ცუდ სისტემაში ცუდ საქმეებს აკეთებდნენ და ახლა/კარგ სისტემაში, კარგ საქმეებს აკეთებენო.
ბატონო თავმჯდომარევ, ამ, მოსამართლეების "შემობრუნების" თუ გჯერათ, ადვოკატებმა რა დაგიშავეს?!
მოკლედ, ამ თავმჯდომარემ, თუ იმ თავმჯდომარემ(გვარს,არ დავასახელებ), ისეთი მონდომებით დათხარეს იუსტიციას თვალები, რომ სამიდღემჩიოდ ვერ გამოიხედოს!
ჰოდა,ამ ფონზე, იმაზე საუბარი, ვის წასძლია სულმა, ნაცების ყანაში საკოტ/რიალოდ, უკვე შინაარს კარგავს...
შონაარსიანზე გამახსენდა, ოქრუაშვილი პოლიტიკაში მიდისო და არც, ამ ლომგულის შემობრუნების არ გჯერათ?
პ.ს. არ მიდის ეს მატარებელი იქ, თქვენ რომ გგონიათთქო და გადაირიეთ... ქველმოქმედი და ეროვნული სულისკვეთების მქონე კაცზე რეებს ამბობ, შენ რა გაგიკეთებიაო. არადა, კარგი ხალხი, წესით თავის გაკეთებულზე, არ უნდა ლაპარაკობდნენ!
(ნაცებზე და მათ ანასხლეტებზე, საერთოდ არაა ამ შემთხვევაში საუბარი).
ზომა-წონას რომ შევხედოთ,რა უფრო მძიმეა, მმართველი გუნდის დემაგოგია,თუ ამ შავგულიძის?
ნუ, ვისაც ოჯახის წევრები გყავთ მმართველ გუნდში,ცხადია იმათზე არაფრს ვამბობ...
ვისაც უბრალოდ ნაციონალების გათახსირებული სისტემიდან გამოსვლა და ქვეყნის წინსვლა გვინდოდა, ისინი დავრჩით ყველაზე გაწბილებული.
გამოვიდა რომ, ბევრი ფულით ბევრად უფრო საფუძვლიანად გაუყენეს საქართველო, უფსკრულის გზას! ...ასე რომ შეეშვით იმათ ძებნას, ვისაც იოლად დააბრალებთ.
პირველი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო მინდა ქვეყანაში! რატომ არ გვაქვს? თქვენი, ქოცნების დამსახურებით ხომ?!
მეორე, ფუნქციონირებადი ეკონომიკა და სამუშაო ადგილები... ნაცვლად, "ინვესტორებად" წოდებული უცხოელებისა,რომლებიც საქართველოს აპარტახებენ, თუმცა თუ რომელიმე დეპუტატი(მაგ,საგანელიძე) მსუყედ ჭამს, არავინ არ კითხულობს ქართველი ხალხის სარგებელი რა არის აქედან. თუ მიწა-წყალი ქართველი ხალხისაა, ხალხმა უნდა ნახოს სარგებელი და არა, მაგალითად ბეჟუაშვილებმა და მსგავსებმა.
კარგით,სამუშაო ადგილები პირდაპირ ვერ შექმნეს, კანონები რატომ ვერ შექმნეს,რომ ქართველი კაცი თავის მიწაზე ან უცხოელის მონა არ იყოს,ან ქურდი ქართველის?!( წინა/ან წინას წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომ ხალხს მოპარეს... ფული,ბიძნესი,ტერიტორია).
უკაცრავად მაგრამ... ფუნქციონირებად სახელმწიფოს აზრზე ხართ? გინახავთ,ან ოდესმე გიცხოვრიათ ისეთ სახელმწიფოში,სადაც ხელისუფლება თავს ვალდებულად თვლის, ხალხზე იზრუნოს?!
კიდევ ბევრია სახელმწიფოსთვის საჭირო... მე,ყველაზე მთავარი ორი კომპონენტი ვახსენე მხოლოდ...
დაბოლოს, შავგულიძის დემაგოგია დემაგოგიაა და კობახიძის დემაგოგია საცივი?!
კობახიძემ რაც თქვა მოსამართლეებზე, იმას ბელადომანიით შეპყრობილის გარდა ყველა მიხვდა...
ნაციც,ქოციც და ორივეს რომ ერმანეთზე უარესად მიიჩნევს,ისეთიც.
..დანარჩენი ყველა მანდაა და რას გვაშინებს ამ მიშათი?
გავიმეორებ, ერთი კაცი ქვეყანას ვერც დააქცევს და ვერც ააშენებს!
თქვენ კიდევ, ჯიუტად გჯერათ რომ ბიძინა ააშენებს... კობახიძესთან, მდინარაძესთან და კალაძესთან ერთად ხომ?!
გაიგეთ ახლა,რა მინდა?