გიორგი გახარია აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელისთვის მუქარის წერილი არც მუწერია და არც გაუგზავნია. საპირისპიროს ამტკიცებს მამუკა ხაზარაძე, რომლის განცხადებით, წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე. რაც შეეხება წერილის ფორმას, ხაზარაძემ სასამართლო დაკითხვაზე წარადგინა კომპიუტერით აკრეფილი ტექსტი, რომელზეც მაიდენტიფიცირებელი გარემოება, რომ მისი ავტორი შს მინისტრია, არ არსებობს.
მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გახარიასგან მუქარის წერილი შუამავლის მეშვეობით მიიღო. მიმდინარე საქმის ფარგლებში, ხაზარაძე მის მიერ დასახელებულ წერილთან დაკავშირებით განმეორებით დაიკითხა, მაგრამ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა მასსა და გახარიას შორის შუამავალი პირი. შესაბამისად, მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მოკლებულია მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას.
მიიღო თუ არა გახარიასგან მუქარის წერილი, საბოლოო სიტყვას ლონდონის ექსპერტიზის ბიურო იტყვის. სანამ ლონდონში არკვევენ დაწერა თუ არა წერილი გახარიამ, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუკი შს მინისტრის სურვილია საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი.
„მე ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა. როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი.
არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ, ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ფორბსის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
გამომდინარე იქიდან, რომ წერილს მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გააჩნია, ასევე მამუკა ხაზარაძე არ ასახელებს შუამავლის ვინაობას, სპეციალისტების შეფასებით, ასეთ შემთხვევაში წერილის სანდოობა ეჭვის ქვეშ დგება. „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრი კონტროლის, საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარის ბესიკ ალადაშვილის განცხადებით, გაუგებარია პრინტერზე ამობეჭდილ წერილზე რა სახის ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
„ცოტა სასაცილო მდომარეობაა, ეს რომ იყოს ხელნაწერი წერილი, მაშინ შეიძლება კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩატარდეს, მაგრამ ნაბეჭდზე, პრინტერზრე ამობეჭდილ წერილზე რა ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს, არ ვიცი. ეს სასაცილოც არ არის. პრინტერზე ამობეჭდილი წერილის ექსპერტიზა არ გამიგია.
ხაზარაძე ამბობს, რომ თვითონ გახარიამ უნდა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ ეს წერილი მას არ ეკუთვნის. ეს უკვე ნონსენსია. ადამიანმა რა უნდა დაამტკიცოს - მე არ დამიწერიაო? პირიქით, ხაზარაძემ უნდა დაუმტკიცოს, რომ მისი დაწერილია, ყოველ შემთხვევაში, სამართალში ასეა. მაგრამ ეს კიდევ ერთი დიდი გაუგებრობაა საქართველოს რელალობაში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილი და დასძენს, რომ საბჭოთა კავშირის მმართველობის დროს, მაშინდელ უშიშროებას აღრიცხვაზე ჰქონდა საბეჭდი მასალები, რომ არავის გაებედა ანონიმკების დაბეჭვდა.
„საბჭოთა კავშირი ხომ არ არის, როდესაც საბეჭდი მანქანები იყო აღრიცხვაზე? კომუნისტების დროს კაკებეს წვდომა ჰქონდა, რომ ანონიმკები არ დაებეჭდათ. დღეს უკვე პრინტერია, იქ რა უნდა იყოს, თითის ანაბეჭდები? წერილის თემა არის დიდი სისულელე. ხაზარაძე ამბობს, რომ წერილის პასუხს ველოდებიო, რა უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ? ვიმეორებ, ეს არის სასაცილო. თუ სხვა წერილი არსებობს, მე არ ვიცი, მაგრამ რაც პრესაში გამოქვეყნდა, მისი ექსპერტიზა არის არაფრის მომცემი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ბესიკ ალადაშვილმა.
უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას განცხადებით, წმინდა ტექნიკური საკითხია, პრინტერეზე ამობეჭდილი ფურცლის იდენტიფიცირება შეიძლება, თუ აღნიშნული პრინტერი იქნა ნაპოვნი და მოხდება შედარება. მაგრამ მისი თქმით, პროცესს ისიც ართულებს, როგორ შეიძლება იპოვო ის პრინტერი, საიდანაც წერილი ამობეჭდეს.
„ეს ფურცელი, როგორ უნდა იპოვო? ფურცელზე შეიძლება იყოს დნმ-ის ნარჩენი, მაგრამ როდის იყო ეს წერილი გაგზავნილი და არის თუ არა მასზე დარჩენილი დნმ, ეს კიდევ საკითხავია. ასეთ შემთხვევაში გიორგი გახარიასაც უნდა აუღონ დნმ ანალიზი რომ შეადარონ. რთულია ამ ფურცლით რაღაცის დადგენა. რასაც მე ვკითხულობ, ხაზარაძე ამბობს, რომ სასამართლოში ამტკიცოს მართალია, თუ არაო, ესეც მეორე უკიდურესობაა.
სასამართლოში რატომ უნდა ამტკიცოს ვიღაცამ რომ აქლემი არ არის? - წარმოუდგენელია. ძალიან აბსურდებში გადადის ეს ყველაფერი. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ არც ერთი მხარის ბრალდება არ მომწონს და არც მეორე მხარის თვითდაჯერება, რომ იცილებენ ბრალდებას მარტო ამ ფურცელთან დაკავშირებით. აქ შს სამინისტრომ და მინისტრმა გახარიამ კეთილი უნდა ინებონ და სისტემურად უნდა აჩვენონ, რომ ისინი ამ წერილს არ დაწერდნენ, არ არიან ამის ავტორები და ეს ბევრი რამით უნდა დაამტკიცონ. ხაზარაძემაც, ელემენტალურად, უნდა თქვას, ვინ მოუტანა ეს წერილი და მერე მან უნდა თქვას, ვინ, სად და რა პირობებში მისცა ეს წერილი. ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს წესიერი და ნორმალური გამოძიება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვალერი ხაბურძანიამ.
ამ დროს ასო, ან ტასო, ამ მ.ხ. /მამუკა ხაზარაძე/ იცინიცს, იცინის და ნამეტნავად მხიარულადააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!
ქოცებო! რატომ არ ღებულობთ კანონს ცილისწამების დასჯადობის შესახებ?! ... ?!
მაგალითისათვის, რასაც ღრუსთავი-2, ახლა ხალხს აბოლებს (ემიგრანტების, უწიგნურთა ფრაქციას განსაკუთრებით), ერთი კანონი, მარტო მაგათთვის უნდა "მიეძღვნა" მმართველ გუნდს... რაიმე რომ შეეძლოთ.
სააკაშვილი, სულ კანონების დაურღვევლად აოხრებდა ქვეყანას.. კანონებსაც თვითონ კერავდა და საქმეებსაც, თუ ვინმესგან, იმას ვერ მიიღებდა,რაც სურდა.
ესენი კიდევ, დასხდნენ ცისფერ ეკრანებთან და ვიშ, რა კარგები ვართ, ნაციონალებთან შედარებითო...