ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ევროპა - აი ჩვენი არჩევანი"

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა "ფორბსის" რუსულ გამოცემას ინტერვიუ მისცა, რომელშიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სკუთარი გეგმების შესახებ ისაუბრა.

- რა ფუნქცია გააჩნია თქვენს მიერ შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციასთან იმუშავებს?
- ამ ჯგუფის შემადგენლობა ცვალებადია (ახლა მასში სამი ადამიანია - რესპუბლიკური პარტიისა და "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია და ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი) და მისი შემადგენლობა და ფუნქციები შეიძლება შეიცვალოს. სააკაშვილის ადმინისტრაციასთან პირველი შეხვედრების შემდეგ ბევრი რამ გაირკვევა. მთავარია, თავიდან ავიცილოთ ძალაუფლების გადაცემის ვაკუუმი - ისინი მიდიან, ჩვენ მოვდივართ და გვსურს, იმ ხნის განმავლობაში, სანამ ისინი ოფიციალურად და არაოფიციალურად მაინც სახელისუფლებო ძალას წარმოადგენენ, ჩვენ კი მათ შესაცვლელად ვემზადებით, ქვეყანაში არ იყოს დაბნეულობა და სტრესი.

- "ჩემთვის ფუნდამენტურად მიუღებელია კოალიცია "ქართული ოცნების" ხედვა და ჩვენს შორის ღრმა განსხვავებები არსებობს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოსაზრებები ყოვლად მცდარია", - ასე დაახასიათა პრეზიდენტმა თქვენი კოალიცია უკვე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა არჩევნების შედეგები. ხომ არ ფიქრობთ, რომ მასთან ურთიერთობა გაგიძნელდებათ?
- ყველაზე მეტად მომეწონა განცხადება, რომ პრეზიდენტი არ ეთანხმება ჩვენს იდეოლოგიას. პრინციპში, ეს მართლაც ასეა - ჩვენ შეუთავსებელნი ვართ სწორედ იდეოლოგიის კუთხით. ის ფაქტი, რომ იგი არ ეთანხმება ჩვენს მოსაზრებებს, გამოვლინდა მის თითოეულ ქმედებებით და კარგია, რომ მან ეს აღიარა. დიახ, ჩვენ გვინდა ნამდვილი, არ ფასადური დემოკრატია, შესაბამისად, ჩვენი ქმედებები იქნება განსხვავებული იმ ქმედებებისგან, რომელთაც ადგილი ჰქონდათ მისი მმართველობის პერიოდში

- თქვენი სიტყვებმა იმის შესახებ, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე ლოგიკური სააკაშვილის გადადგომა იქნებოდა, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია ჰპოვეს. კონკრეტულად რა იგულისხმეთ?
- პირადად მე და ჩვენმა კოალიციამ გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლია, რათა მას შეენარჩუნება პოლიტიკური სახე. ჩვენ ისე სუფთად, იუველირულად ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომ მას სხვა გზა არ ქონდა გარდა იმისა, რომ ეღიარებინა არჩევნების შედეგები. მიუხედავად იმისა, ბევრი (მათ შორის მეც) არ იყო დარწმუნებული, რომ მას შეეძლო ამის გაკეთება.

რაც შეეხება გადადგომას, არ მინდა და არ ვაპირებ მას ეს ვაიძულო. მან ერთხელ უკვე შეძლო ეღიარებინა დამარცხება, ეს მისი მხრიდან გმირული საქციელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. შესაბამისად, მან მოახერხა ნაწილობრივ შეენარჩუნებინა სახე და, რაც მთავარია, ეს კარგია ჩვენი ქვეყნისა და დემოკრატიის მომავლისათვის, იმისათვის, რომ აღარ დაგვჭირდეს რევოლუციების მოწყობა.

ჩვენ ყოველნაირად შევეცდებით მასთან მუშაობას, თუ რა თქმა უნდა, იგი ამას შეძლებს. როდესაც ვსაუბრობდი გადადგომაზე, მე ვგულისხმობდი შესაძლო კონსტიტუციური კონფლიქტის თავიდან აცილებას, რაც ძალაუფლების ორი წყაროს არსებობაში გამოიხატებოდა. მაგრამ ეს არ არის შეთავაზება და, რა თქმა უნდა, არ არის ულტიმატუმი. მიუხედავად იმისა, ეს მართლაც იქნებოდა საუკეთესო დასასრული.

- როგორც ვხედავ, ხორციელდება პირველი ნაწილი თქვენი გეგმისა - ერთი წლის განმავლობაში ოპოზიციაში ყოფნა და შემდგომ ხელისუფლებაში მოსვლა. ახლა იწყება მეორე ფაზა განხორციელება - დარჩეთ ხელისუფლებაში ორი წლის განმავლობაში. სხვათა შორის, რატომ ორი და არა ოთხი წელი, როგორც საარჩევნო ციკლი ითვალისწინებს?
- დავაზუსტებ: მაქსიმუმ ორი წელიწადი. ვფიქრობ, ასეთია მაქსიმალური ვადა, რომლის განმავლობაშიც მოვახერხებ ყველაფერ აუცილებელს: კონსტიტუციის წესრიგში მოყვანას, კანონების იმგვარად შეცვლას, რომ ისინი ასახავდნენ ქვეყნის რეალური სტრატეგიასა და განვითარების მიმართულებას. სასამართლოებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა, პოლიტიკისა და პოლიცია-პროკურატურის განცალკევება და ა.შ. ორ წელიწადში შეიძლება ყველაფერ ამის მოსწრება, ისევე როგორც კარგი გუნდის ჩამოყალიბება. მინიმუმი - წელიწადი მაქსიმუმი - ორი.

- მითხარით პატიოსნად, გაქვთ წარმოდგენა, რა მემკვიდრეობას იღებთ?
- დიახ.

- და როგორ შეაფასებდით მას?
- როგორც ძალიან ცუდს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. უფრო კონკრეტულად კი ამაზე მაშინ გეტყვით, როცა შევალთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნულ ბანკში... მე ვფიქრობ, რომ მათ რიცხვები ჰაერიდან მოაქვთ და რეალობა კი სულ სხვაგვარია. ძალიან ძნელი იქნება წელს ბიუჯეტის შევსება. გასულ წელსაც კი იგი ძირითადად გრანტების და სესხების ხარჯზე ივსებოდა. სრული პასუხს მიიღებთ, როდესაც ჩვენ ფინანსურ ბლოკში საკუთარ ხალხს შევიყვანთ. თუ ბიუჯეტთან დაკავშირებით ყველაფერი მეტნაკლებად ნორმალურად დაგვხვდა, მაშინ არც ისე ცუდად ყოფილა საქმე. თუმცა სააკაშვილმა და მისმა კომპანიამ თითქმის ყველა მიმართულებაში დაუშვეს მნიშვნელოვანი შეცდომები: სოფლის მეურნეობის დარგში, ჯანმრთელობას, განათლების, მეცნიერების სფეროში... ყველგან.

- წინა მთავრობის რომელ იდეებსა და პროექტებზე იტყვთ უარს?
- ასე ზუსტად ჩამოთვლა გამიძნელდება. ეკონომიკური კანონების უმრავლესობა რიგზეა, უბრალოდ მათ არავინ იცავს. ჩვენთვის არ არის პრინციპული გავანადგუროთ ყველაფერი, რაც მათ შექმნეს. პრაქტიკული საჭიროების შემთხვევაში, პრაქტიკული, რა თქმა უნდა, პროექტს არ შევცვლით. მთავარია - კანონის უზენაესობა დავაბრუნოთ.

- როგორ?
- პირველ რიგში, კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს - ის უბრალო ჩასაწერ წიგნაკად გადააქციეს და აუცილებელია მისი წესრიგში მოყვანა. ასევე ბევრი სხვა კანონიც, ამაზე უკვე მუშაობენ სხვადასხვა თემატური ჯგუფები.

- პროექტები? მაგალითად, ლაზიკის მშენებლობა?
- ეს პროექტები კი არა, ანეკდოტებია. მე მათ სწორედ ანეკდოტებს ვუწოდებ: ქალაქი ლაზიკა, ტანკი ლაზიკა, ბეტეერი ლაზიკა - არცერთი მათგანს. სერიოზულად, რა თქმა უნდა, არავინ აღიქვამს. ეს უბრალოდ სასაცილოა.

- თქვენ საქართველოს მთავრობასთან საინვესტიციო დავების საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც დაფუძნებულია ვაშინგტონში. დღეს, თქვენ უკვე ხელისუფლებაში ხართ. როგორ მოგვარდება ეს პრობლემა ახლა, როდესაც სიტუაცია ძირეულად შეიცვალა?
- კარგი კითხვაა, თუმცა მე ჯერ ჯეროვნად არ დავფიქრებულვარ ამაზე. თუ საარბიტრაჟო სასამართლომდე შევძლებთ ყველაფერ ამის მოგვარებას - ჩვენივე ქვეყნის ფარგლებში - პროცესი, რა თქმა უნდა, შეწყდება, თუ არა - დაე საარბიტრაჟო სასამართლომ გადაწყვიტოს. მახსოვს, როგორ მესხმოდნენ თავს ამის გამო, თითქოს მე ჩემი ქვეყნის გაძარცვა მსურს და ა.შ. მაშინაც განვაცხადე და ახლაც ვიმეორებ, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, საქმე ბოლომდე უნდა იქნეს მიყვანილი და ყველაფერი, რისი წართმევაც უკანონოდ მოხდა, უკან უნდა დაბრუნდეს.

- თქვენ უკვე გამოაცხადეთ, რომ პირველად აშშ-ს ეწვევით. რა არის ეს - სიმბოლო, სიგნალი, თუ გარემოებათა თანხვედრა?
- ვფიქრობ, ეს ლოგიკურია. მთელი ამ ხნის განმავლობაში - არჩევნების წინ, საარჩევნო პერიოდში და შემდეგ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ამერიკელებმა, რომელმაც დაიკავეს ძალიან პრინციპული პოზიცია. და არა მხოლოდ არჩევნების დროს - მათ მრავალი ინვესტიცია ჩადეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის. სააკაშვილმა ყველაფერი ეს ქარს გაატანა, მაგრამ მე ნამდვილად მწადია შევინარჩუნო და გავაღრმავო ეს თანამშრომლობა.

ამასთანავე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროპასთან და, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევაა - ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთთან.

მე მესმის, რომ ამ მხრივ ბევრი კითხვა ისმება და ხშირად გვესმის, რომ ნატო და რუსეთი არ არიან თავსებადი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მაინც შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და იმის დამტკიცებას, რომ ეს შესაძლებელია.

- რუსეთის ხელისუფლებასთან, თქვენ ალბათ გქონდათ ურთიერთობა, როდესაც ცხოვრობდით და მოღვაწეობდით რუსეთში, მაგრამ ახლა თქვენ პოლიტიკოსი ხართ - ლიდერი გამარჯვებული კოალიციისა სხვა ქვეყანაში. როგორც მოიაზრებთ თქვენს ურთიერთობას პუტინსა და მედვედევთან?
- მე პირადად პუტინს ან მედვედევს არასოდეს შევხვედრივარ, თუმცა ვფიქრობ, რომ ვალდებული ვარ ყველაფერი გავაკეთო, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, რათა ხელი შევუწყო ამას. თუ რა გამოგვივა, გამოჩნდება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა.

მე ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში და ვიცნობ იქაურ ბიზნეს გარემოს, ინტელექტუალებს, მეცნიერებს (იქ სადოქტორო დავიცავი და საერთოდ ძალიან კარგად ვიცნობ ამ წრეს) ჩვენ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, ახლო კულტურა გვაქვს, საუკუნეების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით, გვყავს ბევრი კულტურული მოღვაწე, რომლებიც ერთმანეთს ელოდებიან და უერთმანეთოდ ნაღვლობენ.

საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია რუსეთის ბაზარიც. ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, უნდა აღდგეს მინიმუმ კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები. მე მესმის, რომ ჩვემო ურთიერთობი ჩიხში შევიდა, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ ჩიხიდან.

- ეს არ იქნება ადვილი...
- მესმის, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ ხელები ჩამოვუშვათ. არაერთხელ მითქვამს, რომ მთავარი ბრალი ამ დაძაბული ურთიერთობის წარმოქმნაში პრეზიდენტ სააკაშვილს მიუძღვის, მისმა ომამდელმა რიტორიკამ განაპირობა საზღვრების დახურვა, შემდეგ კი ამას აგვისტოს ომიც მოჰყვა, რომლის შესახებაც ჩემი მოსაზრებები მას ასე არ მოსწონს, მაგრამ მე ჩემს აზრზე ვრჩები: რომ არა მისი ავანტიურა, ეს არ მოხდებოდა.

- პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ომისთვის მზადება გაცილებით ადრე დაიწყო.
- ჰო, მე ხშირად მესმის, რომ აი ივანიშვილი ამბობს ასე და მედვედევი და პუტინი კი თვითონვე აღიარებენ, რომ ომისთვის მზადება რამდენიმე წლით ადრე დაიწყეს. მე კი მინდა ვიკითხო: რა რამდენიმე წელი? რამდენიმე წელი კი არა, უკვე რამდენიმე საუკუნეა რუსეთი კავკასიის უღეტეხილის გადასალახად ემზადება. და ყოველ ჯერზე მე მიწევს განვმარტო, რომ ეს გეოპოლიტიკური ინტერესებია და ისინი არა მხოლოდ რუსეთს გააჩნია. ბევრ დიდ ქვეყანას აქვს ასეთივე დიდი მადა, ისინი მეზობლის ტერიტორიებს "ეზმანებიან".

მე არ მინდა, რომ დავასახელო ჩვენი სხვა მეზობლებიც, მაგრამ ისტორიას თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ მცდელობები მრავლად იყო და ყველაზე იშვიათად სწორედ რუსეთისგან. შესაბამისად, როდესაც პატარა, დაუცველი სახელმწიფოს ლიდერი ხართ, აუცილებელია სწორი პოლიტიკისა და ქცევის წესის შემუშავება.

მე არ ვამართლებ რუსეთს, მაგრამ პირველ რიგში პასუხი საკუთარ თავს, საკუთარ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ. არ შეიძლება ასე ბრიყვულად მოიქცე, ცხვირი წაიტეხო და მერე დაიწყო იმით პროვოცირება თუ ვინ, რამდენ ხანს და რისთვის ემზადებოდა.

- ასეთი პოზიციის გამო თქვენ ხშირად პრორუსული პოლიტიკოსს გიწოდებენ.
- რუსულმა მხარემ გამოავლინა უზარმაზარი აგრესია, რაც ძალზე სამწუხარო და მიუტევებელია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დრო გავიდა, ტკივილი და ჭრილობები ისევ გვრჩება. მაგრამ ორივე მხარე უნდა ვეცადოთ ჩიხიდან გამოსვლას და ხელი შეუწყოს ურთიერთობების დარეგულირებას.

- თქვენ ახსენეთ, რომ რუსული ბაზარი და სავაჭრო ურთიერთობები. მზად ხართ მეგზურობა გაუწიოთ საქართველოში შემომავალ რუსული ინვესტიციებს?
- სიამოვნებით - რუსულ, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა საინვესტიციო პოლიტიკას. ჩემი მხრივ დიდი მხარდაჭერა ექნება და მე მზად ვარ ჩემი პირადი კაპიტალით შევიტანო წვლილი ამაში.

სხვათა შორის, მე უკვე მქონდა ამის მცდელობა წარსულში: შავი ზღვის სანაპიროზე 1,5 კმ მიწის ნაკვეთი შევიძინე, ამოვაშრე მყრალი ჭაობი, გავაკეთილშობილე გარემო, საუკეთესო ადგილზე ევკალიპტის და პალმის ბაღები აშენდა, დაიწყო მოლაპარაკებები ტურისტულ სააგენტოებთან (და სააკაშვილმა იცოდა ამის შესახებ). მზად ვიყავი გადამეხადა 75% პროექტის ღირებულებისა, რათა ვინმე დაინტერესებულიყო და ჩემი პარტნიორი გამხდარიყო. იგეგმებოდა სასტუმროების აშენება რუსი ტურისტებისათვის, რათა ისინი ჩამოსულიყვნენ და დაესვენათ საქართველოში, მაგრამ ჯერ სამხედრო რიტორიკა დაიწყო, მერე ომი და პროექტი გაიყინა.

- და რა დააინტერესებთ რუს ინვესტორებს საქართველოში? 20 პოსტსაბჭოთა წლის განმავლობაში, მათ უკვე ბევრი რამ ნახეს, ბევრიც შეიძინეს. რას შესთავაზებთ მათ?
- ვფიქრობ, რჩება ნოსტალგიური განწყობა. პირველ რიგში, ჩემი თაობისათვის, შესაძლოა, ცოტა უფრო ძველი თაობისა და ცოტა უფრო ახალგაზრდებისთვისაც. წარმოიდგინეთ: მხოლოდ 2 საათის ფრენა, რუსებს კი უფრო ახლოს არაფერი აქვთ: ჩვენ გვაქვს ზღვა, მთა, ძალიან საინტერესო ბუნება და კულტურა. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროცესის განვითარებას და პრობლემების გადაჭრას.

- თქვენ გაყიდეთ თქვენი ბიზნესი რუსეთში. დაგრჩათ კონტაქტები ყოფილ პარტნიორებთან?
- მე ყველასთან მქონდა კარგი ურთიერთობა, მაშინაც კი, როცა სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებს შორის ომები იყო გაჩაღებული. მე ვიყავი გამონაკლისი: ჩემი სტრუქტურები ამაში მონაწილეობას არ იღებდნენ. არ ვომობდით არავისთან, ყველასთან გვქონდა სუფთა და მეგობრული ურთიერთობები, თუმცაღა ბოლო 10 წლის განმავლობაში მე აღარ ვყოფილვარ რუსეთში, და ეს დაღს ასვამს ჩვენს ურთიერთობას: თითქმის დავივიწყეთ ერთმანეთი, მაგრამ ახლაც დიდი სიამოვნებით შეხვდებოდი ბევრ მათგანს.

- და ვინ გაუძღვება ახლა თქვენს ბიზნესს? კონსტიტუციით თქვენ მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ ამ პროცესში.
- მე უკვე თითქმის ჩამოვშორდი ამ პროცესს. პოლიტიკაში მოსვლამდეც კი ნაკლებად ვერეოდი მართვაში. ძირითადად ამას უძღვებოდნენ და გაუძღვებიან ლიკვიდირებადი მსხვილი ბანკები, სადაც მე ფული მაქვს დაბანდებები, თანხა კი ბირჟაზე ტრიალებს.

- წარმატებული ბიზნეს მენეჯერი იყავით, მაგრამ ახლა მოგიწევთ ეფექტური სახელმწიფო მოღვაწე გახდეთ. როგორ თვლით, გაგიჭირდებათ გადაწყობა?
- მე უკვე ბევრი რამ ვისწავლე, წელი - არ არის მცირე პერიოდი. მიუხედავად ამისა, თავდაპირველად ეს ყველაფერი ძალიან მეუცხოებოდა: პოლიტიკოსები და ბიზნესმენები სხვადასხვა ყაიდის ხალხი არიან. ბიზნეს ელიტა სრულიად სხვა საქმეა და თუ არა ეს ერთწლიანი გამოცდილება, მე ალბათ სერიოზულად დავეჭვდებოდი, ძალმიძდა ეს თუ არა. თავდაპირველად ძალზე გამიჭირდა მენეჯმენტის პრინციპების პოლიტიკური გარემოში დანერგვა, ზოგჯერ იმედსაც ვკარგავდი. თუმცა, ვფიქრობ, ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე და მე შევძლებ კარგი მთავრობა ჩამოვაყალიბო.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ რუსეთში დაახლოებით ათას ქართული წარმოშობის მილიონერს ითვლიან. გაქვთ თუ არა ამ რესურსიდან დახმარების იმედი?
- დიახ, თუმცა მე ამას დახმარებას არ დავარქმევდი. ეს იქნება ურთიერთპატივისცემა, ორმხრივი პროცესი ისეთი გარემოს შესაქმნელად, რომელიც მათ დააინტერესებთ. არა მარტო რუსეთიდან - ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან ასევე ველით ინტერესსა და ინვესტორების მოდინებას. მე მზად ვარ, მათ საკუთარი სახსრებითაც დავეხმარო.

- ხშირად საუბრობთ საკუთარი სახსრებით ინვესტირებაზე. რას გულისხმობთ ამაში, თუ გავითვალისწინებთ, რომ გსურთ დაიკავოთ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის?
- მე არ ვაპირებ განცალკევებით ინვესტირებას. მაგრამ თუ ბიზნესს (დიდი, საშუალო ან პატარა) სურს შევიდეს ქვეყანაში და ადგილობრივი ბიზნესი ცდილობს შემომსვლელთან ერთად გაიზიაროს რისკები, უცხოური ინვესტორი, რომელმაც არ იცნობს ქვეყანა, გაცილებით დაიმედებული და აქტიური ხდება. მე ამ პროექტის განხორციელებას ჯერ კიდევ 90-იან წლებში ბანკი "ქართუს" მეშვეობით ვაპირებდი და მას აუცილებლად დავუბრუნდები. ინვესტორებს კვლავაც შევთავაზებ მიწასა და პარტნიორობას, ოღონდ საქმე ადგილიდან დაიძრას.

- როგორ აპირებთ ამის რეალიზებას?
- ისევ და ისევ აუცილებელია შეიქმნას პირობები, რომელიც მოიზიდავს კაპიტალს, ყოველგვარი ხელოვნური საშუალებების გარეშე. იგივე რუსი ტურისტები გადაეჩვივნენ ჩვენს კურორტებს, ჩვენ მოვხვდით უმკაცრესი კონკურენციის პირობებში, მათ კი იპოვეს უკეთესი ადგილები: თურქეთი, სადაც ეს სიიაფეა და მომსახურებაც უკეთესია, კვიპროსი, საფრანგეთი, ესპანეთი, და ა.შ. ძალიან რთულია მათთვის კონკურენციის გაწევა. ამისათვის ჩვენ უნდა იბრძოლოთ. ჩვენ შევეცდებით ჩვენი გავიტანოთ.

- კონკურენტები თქვენს პროგრამას ხშირად სოციალისტურს უწოდებენ
- დიახ და შემდეგ კი ჩამოწერეს და გადაწერეს ჩვენი დაპირებები, გაამრავლეს ოთხზე და თავიანთ პროგრამად წარადგინეს. სინამდვილეში მე ლიბერალი ვარ და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, რომელიც ლიბერალურ ეკონომიკასა და სოციალურ სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული.

- ერთი წლის წინ, თქვენ შესახებ საქართველოში არც ისე ბევრმა იცოდა, ახლა კი მილიონზე მეტმა ადამიანმა მოგცათ ხმა. მთლიანად შეიცვალა ასევე თქვენი ცხოვრების წესიც. არ გიჭირთ ამას შეეგუოთ?
- შეგუების პრობლემა არ არსებობს. მე ბევრი გავაკეთე ამ შედეგის მისაღწევად. ერი ვარდებოდა კომაში პოლიტიკური პროცესი თითქმის შეჩერდა, იკვეთებოდა 30 წლით ყოველგვარი პერსპექტივის ჩახშობის პერსპექტივები. ვინც აცნობიერებს რეალობას, რომელსაც ადგილი ქონდა საქართველოში, მას ესმის, რომ მე შეუძლებელი შევძელი.

მიუხედავად იმისა, მოძრაობის ძირითადი ძრავა და ჩემი პარტნიორი ქართველი ხალხი იყო, რომელთაც მე სიყვარულისა გულწრფელობის გრძნობა გავუღვიძე. ორჯერ ვიმოგზაურე მთელ საქართველოში. პირველი და მეორე მგზავრობა იყო ძირეულად განსხვავდებოდა. ხალხმა იწამა და მომენდო.

- დიდ იმედებს, შესაძლოა, ასეთივე დიდ იმედგაცრუება და აგრესია მოჰყვეს. ხართ ამისთვის მზად?
- მზად ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე არაერთხელ განვმარტე, რომ ერთ დღეში ყველა მდიდარი ვერ გახდება, მე ძალიან ძუნწი ვარ დაპირებებში, მაგრამ როდესაც პირობას ვდებ, მას ყოველთვის ვასრულებ. რასაც დავპირდით, იმაზე მეტსაც გავაკეთებთ.

მიუხედავად იმისა, ხალხს ყოველთვის არ სურს ბოლომდე დაგიგდოს ყური, პოლიტიკური კულტურა ჩვენთან ჯერ კიდევ მწირია: ყვირიან ჩემს სახელს, ჩემი სახით ახალ მესიას ელოდებიან. შესაბამისად, ადგილი ექნება გარკვეულ იმედგაცრუებას, მაგრამ ამის გადალახვა შეიძლება.

- თქვენი კამპანიაში ჩართული იყვნენ ლობისტები და პიარის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რაც, პრინციპში, ახალი სიტყვაა ქართული ოპოზიციის ბრძოლის არსენალში. რამდენად წონადია მათ მიერ შეტანილი წვლილი თქვენს გამარჯვებაში?
- ფაქტობრივად, არაფერ მნიშვნელოვანს ადგილი არ ქონია. საკუთარი თავის ქება უხერხულია, მაგრამ გამარჯვებას ჩვენ თავად მივაღწიეთ, მე და ჩემმა გუნდმა: ხალხმა, იდეამ, გამოცდილებამ, პოლიტიკურმა ალღომ და ანალიტიკურმა შესაძლებლობებმა.

ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ფული დაგვეხმარა. სინამდვილეში კი ფული ყველაზე ნაკლებად დაგვეხმარა. მთავარი როლი ხალხის ნდობამ და ჩემმა პირადმა ადამიანურმა კაპიტალმა ითამაშა. ლობისტებმა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, მაგრამ არ ღირს მათი მნიშვნელობის გაზვიადება.

ჩვენ კამპანიაზე 1-დან 3 მილიონამდე დავხარჯეთ. ზუსტი თანხა არ მახსოვს, თუმცა ამის გადამოწმება ადვილი შესაძლებელია. ყველა კონტრაქტი, რომელიც ჩვენ დავდეთ, ლეგიტიმური და გამჭვირვალეა. დანარჩენი ყველაფერი სწორად შერჩეული გუნდის, მათ მიერ ჩატარებული ანალიზის, გათვლების და ქართველი ხალხის წარმატებაა.

- გაქვთ თუ არა ქვეყნის განვითარების მოდელი? როგორც სააკაშვილისთვის მაგალითად სინგაპური იყო?
- როგორც ოსტაპ ბენდერი ოცნებობდა რიო დე ჟანიეიორზე, ისე ოცნებობდა სააკაშვილი სინგაპურზე. მე არ დავასახელებ კონკრეტულ ქვეყნებს. ჩვენი არჩევანი ევროპაა. არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს საფრანგეთის, გერმანიის, ჰოლანდიის თუ ბელგიის განვითარების მოდელი.