„კვაჭანტირაძის კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ, რაიმე საერთაშორისო პრიზები უნდა აეღო და ვერ აიღო?“

„კვაჭანტირაძის კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ, რაიმე საერთაშორისო პრიზები უნდა აეღო და ვერ აიღო?“

67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის 8 დეპუტატმა. ქვორუმისთვის 76 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში მონაწილოება არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები გამართა.

ასევე, გამოიძახეს ის დეპუტატებიც, რომლებიც პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებს სთხოვეს, რომ მოსულიყვნენ და თავისი სამსახურებრივი მოვალეობა შეესრულებინათ. მდინარაძის შეფასებით, როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური პრობლემები.

„როდესაც ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩაებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შექმნას ტექნიკური და სხვა სახის პრობლემები. გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც არის პოლიტიკური“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მმართველ გუნდში დაპირისპირებას უარყოფენ და მიზეზად ღილაკებზე ფერების არევას ასახელებენ. უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატებმა მწვანეს ნაცვლად წითელს დააჭირეს და ამიტომ ვერ გადააყენეს კვაჭანტირაძე.

„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა“, – განაცხადა დავით მათიკაშილმა.

კონსულტაციების შემდეგ ირაკლი კობახიძემ საკითხი მეორედ გაიტანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრამდე ზვიად კვაჭანტირაძემ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

„ჩემი მხრიდან საკითხი ამოწურულია, ჩათვალეთ, რომ მე ნებაყოფლობით ვარ წასული ამ თანამდებობიდან. როდესაც ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, მე გავედი პრესასთან და გავაკეთე განცხადება იმის თაობაზე, რომ გადავწყვიტე დავტოვო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. დღეს ხელმეორედ ჩატარებულა ბიურო, სადაც მე არ დამპატიჟეს. მე რომ ბიუროზე მიმეღო მონაწილეობა, დაგხვდებოდათ ჩემი ხელმოწერილი განცხადება. შემიძლია ეს განცხადება ახლავე გადმოგცეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

ეკა ბესელიას განცხადებით, კვაჭანტირაძემ პირველი კენჭისყრის შემდეგ, სადაც მისი გადაყენება ვერ მოხერხდა, მზაობა გამოთქვა გადადგომაზე, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა განმეორებითი კენჭისყრა მაინც დანიშნეს.

„მაქვს ჭირისუფლის განცდა, რომელიც გლოვობს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის, ღირსების კვდომის გამო. ახლა რაც პარლამენტში ხდება, საკანონმდებლო ორგანოსთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა. ასევე განაჩენი გამოაქვს საკუთრი თავისთვის ყველა დეპუტატს, ვინც მზად იყო, განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო. გულწრფელად ვუსამძიმრებ ყველა იმ ადამიანს, ვინც აცნობიერებს, რა მძიმე პოლიტიკური პროცესის მონაწილეა. მწვანე ღილაკზე ხელის მიჭერა ნიშნავს, რომ პარლამენტს უკლავ ღირსებას“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძე არ იმსახურებს კომიტეტის თავმჯდომარეობას, ის არ იმსახურებს სიმპათიას. შესაბამისად, ვოლსკის განცხადებით, კვაჭანტირაძე არ არის პოლიტიკურ დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხი.

„ზვიად კვაჭანტირაძემ თვითონაც კარგად იცის იმ კომიტეტის საქმიანობა, უფრო სწორად უსაქმურობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა. მეგონა უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ თავად წავიდოდა კომიტეტიდან. როდესაც პოლიტიკურად უპირისპირდება ერთი ჯგუფი მეორეს, რასაკვირველია, იქ იქნება სხვადასხვა განცხადება. უბრალოდ, საზოგადოებისთვის ასეთი პოზიციის მიწოდება, როდესაც კრიტიკულ პოზიციაზე ხარ, უფრო ადვილია, მაგრამ ვფიქრობ, ეს უზნეობაა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

უმრავლესობის პოზიციას არ იზიარებს ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერისთვის გაუგებარია ის მიზეზი, თუ რის გამო გადაწყვიტეს კომიტეტის თავმჯდომარეობიდან კვაჭანტირაძის გადაყენება და რატომ გამოარჩიეს კონკრეტულად დიასპორის კომიტეტი. გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა, რომ ის ყველა კომიტეტის მუშაობას ცუდად აფასებს.

„ეს არის თქვენი „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ არ შეიძლება კომიტეტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყოს არაუმრავლესობის წევრი, თუნდაც თქვენი გუშინდელი თანაგუნდელი, რომელთანაც გუშინ ამხელა ღირებულებითი ერთიანობა გქონდათ. გავიგე ეს, მაგრამ მერე მაინც წაგცდათ ტრადიციულად, რომ ცუდად მუშაობდაო. მე ყველა თქვენი კომიტეტის მუშაობას ცუდად ვაფასებ, მაგრამ ეს კომიტეტი როგორ გამოარჩიეთ, რაიმე საერთაშორისო პრიზები უნდა აეღო და ვერ აიღო, რას გულისხმობთ?“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძე კომიტეტის თავმჯდომარეობას დატოვებს, მეზობლის კატებიც კი სხვანაირად მოიქცევიან.

„ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და ყველამ დავინახეთ მეზობლის ძაღლები, თუ როგორ ღიმილიანი და თბილი შეხვედრით ესალმებოდნენ მის ძაღლს. მას შემდეგ, რაც ის გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნა არის სირცხვილი“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანალიტიკოსების შეფასებით, პროცესები გაცილებით რთულია, ვიდრე გარედან ჩანს. გია ხუხაშვილის განცხადებით, რეალურად „ქართულ ოცნებაში“ შინაგანი რწმენით უფრო კვაჭანტირაძეს მხარეს არიან, ვიდრე კობახიძის ჯგუფის მხარეს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ 80% არის ეკა ბესელია და არა ირაკლი კობახიძე.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ გაერთიანებას არც არაფერი აერთიანებდა, არც მსოფლმხედველობა და არც საერთო გეგმები, გამაერთიანებელი ფაქტორი არის პირადად ბიძინა ივანიშვილის რესურსები, მხოლოდ რესურსები, რადგან მისი ავტორიტეტი დაანგრია საპრეზიდენტო არჩევნებმა. ამ ადამიანებს არ მიაჩნიათ უპირობო ავტორიტეტად, მაგრამ კიდევ ელოდებიან რაღაცა სიკეთეებს მისგან. ივანიშვილის კრახი გარდაუვალია, დანარჩენი არის დროის საქმე.

ეს გაუგებარი კონსტრუქცია, რომელიც მან ააშენა, ვერ მუშაობს. წარმოიდგნიეთ, ჩვენ გვყავს პრემიერ–მინისტრი, რომელიც პოლიტიკაში არ ერევა, მაშინ, როდესაც ის უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი. ყველა მიმართულებით არის პრობლემები. მთავრობა არის ალთას, პარლამენტი ბალთას და მურუსიძის ფაქტორი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყანაში. ისეთი დინოზავრებიც კი, რომლებიც საბჭოთა პროკურატურაში მუშაობდნენ, დღეს ყველაზე აქტიური გახდნენ, ეს ნიშნავს, რომ სისტემა არ არსებობს. ხელისუფლება აღარ არსებობს“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, არსებობენ რაღაცა ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც თავისას „ჩალიჩობენ“, მაგრამ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც რაღაცაზე მუშაობს.

„მითხარით ბოლო თემა, რომელიც სახელმწიფოებრივი იყო და ამაზე მიდინარეობდა განხილვა. ასეთი არაფერი ყოფილა. თემები არის ეკა ბესელია კობახიძის წინააღმდეგ. ბაბილონის გოდოლი ინგრევა, ის განწირულია დანგრევისთვის. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ეს არარსებული და არაჯანსაღი უმრავლესობა შენარჩუნდება. რაზე დგას დღეს უმრავლესობა – დგას ე.წ. მაჟორიტარებზე, რომლებიც რა ხალხია ვიცით.

ეს არის ხალხი, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიოდნენ იმის გამო, რომ დარჩენილიყვნენ ხელისუფლებაში. პარტია ე.წ. მაჟორიტარებზე და მედროვეებზე დგას. ნატურალური მხარდამჭერი თითო–ოროლა კაცი დარჩა. მაჟორიტარები და მედროვეები ელოდებიან გამორჩენას ამ ყველაფრისგან. უმრავლესობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებიან, თუ ივანიშვილისგან რაღაც სიკეთეს ელოდებიან, ფულს, ან თანამდებობას.

ან მეორეა, რომ წასასვლელი არსად აქვთ. რომ წავიდნენ ვის რაში სჭიდებათ ეს ადამიანები? ტრაგიკომიკური კონფიგურაციაა, ზოგჯერ თავის თავს უფლებას აძლევენ ფეხები გაფარჩხონ და მერე ოჯახში ილაპარაკონ, რომ კვაჭანტირაძის გადაყენებაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს ამბავი შვილიშვილებისთვის მოსაყოლად ეყოფათ, რადგან სხვა არაფერი შეუქმნიათ. ჩათვალეთ, რომ დღეს გმირებად თვლიან თავს, სასაცილოა, მაგრამ ასეა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, დღეს პარლამენტში არის ვითარება, როდესაც ივანიშვილის ფავორიტისადმი მორჩილებას არავინ არ ისურვებს, რადგან კობახიძიეს არაფრის დაპირება არ შეუძლია, დაპირება და მისი სისრულეში მოყვანა შეუძლია ივანიშვილს.

„უმრავლესობა აქვს არა „ქართულ ოცნებას“ და კობახიძეს, არამედ ბიძინა ივანიშვილს, ერთი კაცის ხელშია უმრავლესობა. რაც პარლამენტში მოხდა, არის ანარეკლი იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვს პარლამენტის თავმჯდომარისადმი თვითონ უმრავლესობას. როგორც ჩანს, უმრავლესობის უმრავლესობა ფარული ბოიკოტის რეჟიმში არის კობახიძესთან.

ეს სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება, ვინც კარგავს იმედს, რომ მომავალ პარლამენტში ვერ მოხვდება, არც გარანტია ექნება იმისა, რომ პარლამენტიდან წასვლის შემდეგ მოწყალე თვალით გადახედავს ივანიშვილი, რომლის მიმართ პრაგმატული დამოკიდებულება აქვს უმრავლესობას. სანამ თითოეული დეპუტატის ინტერესებს აკმაყოფილებს, მანამ მისი ერთგული და მხარდამჭერი იქნებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში რად უნდათ ივანიშვილი. რაც ვნახეთ, ეს ადასტურებს, რომ უმარვლესობა ჩუმი ბოიკოტის რეჟიმშია პარლამენტის იმ გუნდთან, რომელიც დღეს ივანიშვილის ფავორიტია. ეს ვითარება არის დღეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

tngh ბ-ნი იულტონ ჩერჩილის პოლიტიკიდან წასვლაზე არ ყოფილა ისეთი ამბავი ატეხილი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში, როგორი ამბავიც სურთ ატეხონ ჩვენმა ღრმად პატივცემულმა "ცნობილებმა" საქართველოში ბ-ნი ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა-გადაყენებაზე. სულ ტყუილად ცდილობენ ამ უდიდესი "სკანდალით" საზოგადოება დააინტერესონ. საბედნიეროდ ჩვენი ღრმად პატივცემული ცნობილი "ცნობილების" ნდობა და რეიტინგი, მათივე დამსახურებით თითქმის "0"-ს გაუტოლდა...
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ოცნებისტი,
ოცნებისტკას!
ეფიცება,
აძლევს პირში,
გამოფხიზლდა,
აზრზე მოდის და წავიდა
ეკას სტილში.
აღარ უნდა ოცნება, აზრზე მოვიდა, გაიღვიძა და რადგან ჩვენნაირი არა ხარ დაახვიეო!!! კაროჩე, დაახვევინეს რა...........
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ის კინო რომ არის, რა ქვია ტოო? ერთი კაცი რომ შეეპარება ქალად გადაცმული, ქალების ჯაზის ორკესტრს, ხო „„პარტიაში მხოლოდ პიდარმონები რჩებიან““!!! ეგ პონტია რა...
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ბოლო სერიაში პარტიის თავჯდომარე სიტყვით გამოდის და ამბობს.
„„და პაშლი ვსე ნა ხუი““ ამის მერე იშლება ქვიშასავით აწყობილი კედელი და პიზდეც მარია პეტროვნა. ყველა კვდება, ზოგი ყლის ქვეშ, ზოგი ყლეზე, ზოგი კიდევ ინფაქტით...
5 წლის უკან