სამთავრობო ცვლილებების საჭიროებას ვერ ხედავს ირაკლი კობახიძე და ირწმუნება, რომ ამ ცვლილებების თაობაზე არ აქვს არანაირი ინფორმაცია. თუმცა, მთავრობის ცვლილების საკითხი მწიფდება მით უმეტეს იუსტიციის მინისტრის ულტიმატუმის შემდეგ. თეა წულუკიანი ამ ეტაპზე მთავრობის შემადგენლობაში რჩება, მაგრამ დროებით. მინისტრი საიდუმლოდ ტოვებს თემას, რაც მმართველ გუნდში დაპირისპირების მიზეზი გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით თეა წულუკიანის საკუთარი გუნდისთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომლის არშესრულების შემთხვევაში ის თანამდებობას დატოვებდა, იუსტიციის სამინიტროდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის გამოყოფას ეხება - არაოფიციალური ინფორმაციით, წულუკიანი სამინისტროდან უწყების ცალკე უწყებად გამოყოფას ეწინააღმდეგება.
მეორე ვერსიით წულუკიანის წასვლის მიზეზი ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებაა. წულუკიანი ორივე ვერსიას გამორიცხავს და ამბობს, რომ დისკუსიის საგანი მის სასარგებლოდ გადაწყდა, მაგრამ კულუარებში დადასტურებულად ამბობენ, რომ წულუკიანი დროებით ინარჩუნებს თანამდებობას, რომლის განთავისუფლების მიზეზი სწორედ წარუმატებელ სასამართლო რეფორმა არის.
თეა წულუკიანი აცხადებს, რომ არსებობდა გარკვეულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ პოზიციების გაცვლა დასრულდა და შეძლეს პოზიციების შეჯერება, შესაბამისად, მინისტრი აგრძელებს ერთიანი გუნდის და ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას.
„ოპონენტების მინდა, ავუხსნა: სხვადასხვა აღმასრულებელ თემაზე აზრთა სხვადასხვაობა, როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩემი მხრიდან არასოდეს არ იქნება რღვევის ნიშანი. პირიქით, ამომრჩეველი ვიქნები უბრალოდ თუ სხვა პოზიციაზე, ოპონენტებს მინდა, დავუდასტურო, მე მათთვის ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ მებრძოლი მათი ერთ–ერთი ყველაზე ხმალამოღებული პოლიტიკური მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, საწყენია, რადგან იმედგაცრუებას ვატყობ იმისთვის, რომ თემა ამოიწურა, მაგრამ ეს არის ასე“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მთავრობაში არსებულ განხეთქილებას არ ადასტურებს პრემიერ–მინისტრი. ჟურნალისტების კითხვაზე, რა არის სამთავრობო გუნდში განხეთქილების მიზეზი და რა საკითხს შეეხებოდა თეა წულუკიანის ულტიმატუმის თემა, მამუკა ბახტაძე ასე პასუხობს:
„ძალიან ისეთ სიტყვებს ხმარობთ... არაფერი განხეთქილება არ შეიძლება არსებობდეს ჩვენს გუნდში. მე გავეცი ამ თემას პასუხი. საკითხი შეეხებოდა ერთ–ერთ ინიციატივას, საკითხს, რომლის გარშემოც არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. მოხდა პოზიციების შეჯერება. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულება და მოვალეობაა, თითოეულ საკითხზე მოხდეს პოზიციების შეჯერება და მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. ასეთი საკითხები, გარწმუნებთ, საკმაოდ ხშირად არის მთავრობის სხდომაზე. ჩემი როგორც პრემიერის მოვალეობაა, მოვახდინო საკითხის შეჯერება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და აქვე აღნიშნა, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ პირველი მედია გაიგებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იუსტიციის მინისტრის ან სხვა მინისტრების უკმაყოფილება შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას უკავშირდებოდეს. თუმცა არ იცის რას უკავშირდებოდა წულუკიანის ულტიმატუმი.
„პირობების შესახებ ჩვენ ვერ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ საპარლამენტო გუნდს დეტალური ინფორმაცია არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, როდესაც მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მინისტრთა კაბინეტი საჭიროდ ჩათვლის, რომ გამოიტანოს ეს დეტალები სამთავრობო გუნდის გარეთ, ამის შესახებ ჩვენც დეტალურად ვიქნებით ინფორმირებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სამთავრობო ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ დღის წესრიგში ძალიან მალე დადგება მთავრობის გადახალისების საკითხი და სწორედ ამ დროს დადგება წულუკიანის განთავისუფლების საკითხი. მისი თქმით, ახლა უმრავლესობაში ახალი გუნდი ყალიბდება, მიდის პარტიის წმენდა, შემდეგ ეს უნდა იყოს სამთავრობო ცვლილებები ახალი გეგმით და იქნება ახალი გუნდი, რომელიც ამ გეგმის განხორციელებას შეუდგება და ეს იქნება „ქართული ოცნების“ სახე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
„პარტიის შიგნით მიდის გარკვეული გადაჯგუფებები. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, მაგრამ როგორც ჩანს, იყო გაურკვევლობა, ამიტომაც დადგა საკითხი და წულუკიანმა უცნაური რამ თქვა, რომ რაღაც პოზიცია აქვს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით და თურმე, არის აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ რა საკითხთან დაკავშირებით და რაზეა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არ თქვა.
იუსტიციის სამინისტროში რა უნდა ყოფილიყო ისეთი პრობლემა, რომელიც თან სამინისტროს ეხება, თან აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და თან რომლის თქმაც არ შეიძლება?! მმართველ გუნდში არის დაპირისპირება და ყოველი დაპირისპირების შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს ივანიშვილი, რაც იყო პარლამენტში და ახლა ეს პროცესი იწყება მთავრობაში“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ჭიდაობის ფონზე მმართველი პარტია ყოველთვის ეცდება, გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომლის ავტორიც თავად იქნება და არა ვინმე სხვა. ამიტომ, მისი შეფასებით, რაც მეტად გაძლიერდება აჟიოტაჟი წულუკიანის თემის გარშემო, მით მეტი გარანტიაა დარჩეს თანამდებობაზე. პოლიტოლოგი ამბობს, რომ დამაჯერებელია ვერსია, რომლის თანახმად წულუკიანის წასვლის მიზეზი სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხია.
„ძალიან რთული იქნება თქმა, რას უკავშირდებოდა აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ყურადღება უბრალოდ მიიქცია ერთმა ფრაგმენტმა მედიაში – გავრცელდა ვერსია, რომ მოსამართლეების საქმის, ბესელიას ჯგუფის პროტესტების უკან წულუკიანი იდგა. ეს ვერსია გავრცელდა და ვიცით, რომ რაღაცებზე ვერ შეთანხმდნენ. შეიძლება, ამის გამო მომხდარიყო იმის ანალოგიური, რაც მოხდა „ქართული ოცნების“ ჯგუფში, მაგრამ ეს მხოლოდ ვერსიებია“, – ამბობს რამაზ საყვარელიძე.
სულ, შვეიცარიული საათივითაა აწყობილი ქვეყანა!
მთავრობაშიც, ყორფელი(ყველაფერი/ იმერულად) რიგზეა და საზოგადოებაშიც!
...და კალაძის გამჭრიახობა კიდევ!
ამინდი გამოდის...
ჩეროში წამოსაკტრიალებელი ამინდიც იქნებაო, სინოპტიკოსებმა...
აღარც, "ოცნებას" ჰყავს პატრონი და აღარც ქვეყანას.
სასამართლო არ გვაქვს, უმთავრესი ინსტიტუტი(სხვებზე არაფერს ვამბობ )და... მე რა მინდა, აქ რა მოსატანია?!
tngh, თქვენ რაღაც სასწაულ საქართველოში ცხოვრობთ...აყვავებულ-აგუგუნებულში...
მე, ახალგაზრდებთან მაქვს მუდმივი შეხება, ევროპაში რომ ჩამოდიან და მათ ვუსმენ.თანაც ყურადღებით.
აქ, ესენი სამუშაოდ ჩამოვიდნენ 1-2 წლიანი ხელშეკრულებებით. საქართველოში ან მონებად უნდა ემუშავათ, ან სახლიდან გარეთ არ გამოსულიყვნენ...
თუმცა,თქვენ სხვა საქართველოში ცხოვრობთ და ამაოდ გიხსნით...
თქვა რეალურად, რაც სათქმელი იყო....
ზეციური საქართველოდან, ნუ შემეხმიანებით!