ისრაელის პრემიერს ისევ კორუფციის გამო ედავებიან

ისრაელის პრემიერს ისევ კორუფციის გამო ედავებიან

ისრაელის გენერალური პროკურორი ავიჰაი მანდელბლიტი სამ სხვადასხვა საქმეზე ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის კორუფციაზე ბრალის წარდგენას აპირებს. ამის შესახებ The Times of Israel-ი წერს.

საქმის მოსმენის ბოლოს, გადაწყვეტილების მიღებამდე, ნეთანიაჰუს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მიეცემა. ის ბრალდებებს უარყოფს.

ერთ-ერთი საქმე ბიზნესმენების მფარველობისთვის ძვირფასი საჩუქრების მიღებას შეეხება. მეორე საქმე ნეთანიაჰუსა და ერთ-ერთი გაზეთის მფლობელს შორის მოლაპარაკებებზეა, რომლის საფუძველზეც პრემიერმინისტრს მისი კონკურენტები უნდა დაესუსტებინა, ის კი მის შესახებ კრიტიკულ სტატიებს არ დაწერდა. მესამე საქმეზე კი პრემიერმინისტრს ბიზნესმენს შაულ ელოვიჩისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებაზე ედავებიან, რის გამოც ბიზნესმენს თავის მფლობელობაში არსებულ ვებგვერდზე ნეთანიაჰუს შესახებ პოზიტიური პუბლიკაციები უნდა გამოექვეყნებინა.

ნეთანიაჰუს სამივე საქმეზე თაღლითობასა და მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში სდებენ ბრალს, ერთ-ერთის შემთხვევაში კი - ქრთამის აღებაშიც.

9 აპრილს ისრაელში საპარლამენტო არჩევნებია. გამოკითხვების თანახმად, პრემიერმინისტრის პარტია მეორე ადგილზეა 19%-იანი მხარდაჭერით. ნეთანიაჰუსთვის ბრალის წარდგენის შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ ამ ციფრს კიდევ 4 პროცენტი დააკლდება.