დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა

Brexit-ის გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობა კიდევ ერთმა მინისტრმა დატოვა. თანამდებობიდან ამჯერად სოფლის მეურნეობის უწყების ხელმძღვანელი ჯორჯ ოსტისი გადადგა. ამის შესახებ გამოცემა Sun-ი წერს.

ამავე ინფორმაციით, მინისტრის უკმაყოფილება Brexit-ის შესაძლო გადავადებამ გამოიწვია. მაღალჩინოსნის თქმით, Bრეხიტ-ის გადავადებით ქვეყნის იმიჯი ილახება.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიუსელს შორის პირობებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.