ავსტრალია ყველაზე ცხელ ზაფხულს ებრძვის

ავსტრალია ყველაზე ცხელ ზაფხულს ებრძვის

ავსტრალიაში გაუსაძლის სიცხეს ებრძვიან. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხულია. ინფორმაციას ავსტრალიის მეტეოროლოგიური ბიურო ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტემპერატურამ საშუალო მაჩვენებელს 2.14C-ით გადააჭარბა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაიზარდა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობაც.

ძლიერმა სიცხემ ზიანი მიაყენა ველურ ბუნებასაც. დაიღუპა ათობით თევზი, გარეული ცხენი და ღამურა.

ირკვევა, რომ ტემპერატურის მაჩვენებელმა 2012-13 წლების ზაფხულის მონაცემებს დაახლოებით ერთი გრადუსით გადააჭარბა.