ბენ ლადენის შვილზე ინფორმაციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მლნ $ ჯილდო დააწესა

ბენ ლადენის შვილზე ინფორმაციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტმა 1 მლნ $ ჯილდო დააწესა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა „ალ ქაიდას“ ახალი ლიდერის ჰამზა ბენ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის. ჰამზა ბენ ლადენი უსამა ბინ ლადენის შვილია.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში ნათქვამია, რომ 2015 წლის აგვისტოს გამოაქვეყნა აუდიო და ვიდეო მიმართვების სერია, რომელშიც თავის მომხრეებს მოუწოდა ამერიკის და მისი მოკავშირეების ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედონ და აშშ-ს მამის მკვლელობისთვის განადგურებისთვის დაემუქრა. 2017 წლის 5 იანვარს ჰამზა ბენ ლადენზე როგორც საერთაშორისო ტერორისტზე ძებნა გამოაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ უსამა ბინ ლადენის შვილი დაქორწინებულია 11 სექტემბრის თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი ტერორისტის მოჰამად ატის ქალიშვილზე.

„ალ ქაიდას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტაზე, ასევე 1998 წელს კენიაში და ტანზანიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაზე , გამანადგურებელ USS Cole-ზე და ადენში და სომალიში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმაზე. ორგანიზაციის ლიდერი უსამა ბენ ლადენი ამერიკულმა სპეცრაზზმა 2011 წლის მაისში პაკისტანში მოკლა.

სად არის ჰამზა ბენ ლადენი უცნობია. BBC-ი აღნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რაიონშია.