„კანონპროექტი ჯოჯოხეთიდან“ - აშშ-ის კონკრესმა პუტინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა

„კანონპროექტი ჯოჯოხეთიდან“ - აშშ-ის კონკრესმა პუტინი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა გამოაქვეყნა პროექტი „კანონი აშშ-ის უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის შესახებ“ (DASKA-2019), რომელიც ამერიკელმა სენატორებმა 2 კვირის წინ დაანონსეს. ეს მეორე, გაცილებით მკაცრი ვერსიაა ე.წ „ჯოჯოხეთის სანქციებისა“, რომელიც პირველად გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნდა.

უკვე ცნობილია, რომ დოკუმენტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსეთის სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით ოპერაციებზე, რუსეთში ნავთობის დარგის განვითარებაზე და საზღვარგარეთ რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციებზე, ასევე სანქციებს რუსული ბანკების მიმართ რომლებიც „მხარს უჭერენ სხვა ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობებს, ასევე პირებს, რომლებიც „ვლადიმირ პუტინის ინტერესებით მოქმედებენ“, სანქციების სიაშია რუსული კიბერსექტორი და გემთმშენებელი ინდუსტრიაც.

ახალი კანონპროექტი 13 თებერვალს ხუთმა ამერიკელმა სენატორმა დაანონსა, როგორც „პასუხი რუსეთს საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებშიჩარევაზე, სირიაში საზიანო გავლენაზე და უკრაინის მიმართ აგრესიაზე, მათ შორის ქერჩის სრუტის ინციდენტზე.“

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა ახალი სანქციები - ყველაზე მკაცრია მათ შორის რაც აქამდე ყოფილა.