დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის - ინდოეთმა ქაშმირი დაბომბა, პაკისტანმა კი ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდო

დაძაბულობა ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის - ინდოეთმა ქაშმირი დაბომბა, პაკისტანმა კი ინდოეთის სამხედრო თვითმფრინავები ჩამოაგდო

პაკისტანის განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოჭრის გამო მათ ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ერთი დღით ადრე კი ინდოეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქაშმირში მდებარე ბოევიკების ბანაკი დაბომბა. ეს იყო პირველი საჰაერო დაბომბვა 1971 წლიდან.

პაკისტანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლის თქმით, ინდოეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ქაშმირის ტერიტორიის იმ ნაწილზე ჩამოაგდეს, რომელსაც პაკისტანის ხელისუფლება აკონტროლებს. მისი თქმით, ერთი თვითმფრინავი ქაშმირის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ინდოეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სამი ინდოელი მფრინავიდან, რომლებმაც კატაპულტირება მოასწრეს, ორი პაკისტანელმა სამხედროებმა დააკავეს.

ინდოეთის მიერ პაკისტანის ქაშმირის დაბომბვის მიზანი „ჯაიშ ე მუჰამადის“ დაჯგუფების განადგურება იყო, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული 14 თებერვალს ინდოეთის ქაშმირში მომხდარ აფეთქებაზე, რასაც 46 ინდოელი სამხედრო ემსხვერპლა.

ქაშმირი - ერთ-ერთი ყველაზე მილიტარიზირებული რეგიონია მსოფლიოში და ასევე ყველაზე არასტაბილური „ცხელი წერტილი“. სადაც ერთმანეთს ორი ბირთვული სახელმწიფო - ინდოეთი და პაკისტანი უპირისპირდება.

ქაშმირი ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სადავო ტერიტორია. ქაშმირის გაყოფა არ არის ოფიციალურ დონეზე დადასტურებული, იგი წარმოადგენს დაძაბულობის კერას მის მფლობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი ინდოეთსა და პაკისტანს შორის.