28 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროს სარკინიგზო სადგურზე მატარებლის ლოკომოტივზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულთა უმრავლესობის მდგომარეობა მძიმეა.
მანევრირებადი თბომავალი, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, სადგურიდან 5 კილომეტრში მდებარე დეპოდან გამოვიდა და დიდი სიჩქარით შეეჯახა პლატფორმას. შედეგად ლოკომოტივს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლი სხვა ლიანდაგებზე მყოფ სარკინიგზო შემადგენლობებზე გადავიდა.
ტრაგიკული შემთხვევის მიზეზებზე სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთერთი მათგანის თანახმად მატარებლის ლოკომოტივი უმართავი იყო. მეორე ინფორმაციით მემანქანე კაბინაში იმყოფებოდა და ავარიის დროს დაიღუპა.