შვედეთის უსაფრთხოების პოლიციამ 1 ადამიანი დააკავა, რომელიც მინიმუმ 2017 წლიდან რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობდა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
პოლიციის ვერსიით, ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობა არ სახელდება, რუსეთის დაზვერვის აგენტმა გადაიბირა, რომელიც შვედეთში მუშაობდა. ის 26 თებერვალს სტოკჰოლმში დააკავეს.
დაკავებული მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, რომელიც უცხოეთის დაზვერვისთვის ინტერესის საგანს წარმოადგენს.