აშშ-ში ქალების უმრავლესობისთვის ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე (845 000 დოლარზე მეტი წელიწადში) დიასახლისების 1%-ში მოსახვედრად ერთადერთი შესაძლებლობა გათხოვება და ქმრის შემოსავალზე წვდომის მოპოვებაა.
როგორც ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, შემოსავლებში გენდერული უთანასწორობა 90-იანი წლებიდან არ შემცირებულა.
სპეციალისტების შეფასებით, კაცებს შორის მხოლოდ 15%-ს დასჭირდა ქალის დამატებითი შემოსავლები, რათა გადაელახათ ზღვარი, რომელიც მათ სასურველ 1%-ს აშორებდათ.
ამასთანავე, ქალების მხოლოდ 5% ყველაზე მდიდარი ოჯახებიდან დამოუკიდებლად გამოიმუშავებდა საკმარისს, რათა ლიდერობა შეენარჩუნებინა.
კვლევის ავტორის ჯილ იავორსკის თქმით, ყველაზე მდიდარი დიასახლისების რესურსების დიდ ნაწილს კაცები აკონტროლებენ. „ეს მნიშვნელოვანია, რადგან ისინი, ვინც ამ 1%-ში შედიან, დიდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ძალაუფლებას და გავლენას ფლობენ"- ამბობს იავორსკი.
სპეციალისტების ასევე აღნიშნავენ, რომ ამერიკელი ქალები სამეცნიერო წოდებებს კაცებზე ხშირად იღებენ, თუმცა ეს მათ შრომის ბაზარზე არ ეხმარება.
მეცნიერები ასევე საუბრობენ ბიზნესში არსებულ უთანასწორობაზე. იავორსკის თქმით, ქალებს საბანკო კრედიტების მიღება და თავიანთი საქმის დაფინანსება უჭირთ.