ესტონეთში რუსულენოვანი სწავლება გაუქმდება

ესტონეთში რუსულენოვანი სწავლება გაუქმდება

ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა რესპუბლიკაში რუსულ ენაზე განათლების მიღებაზე უარი თქვა. მან სიტყვით გამოსვლა ესტონეთის დამოუკიდებლობის 101 წელს მიუძღვნა.

კალიულაიდს მიაჩნია, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის შესახებ ერთიანი აზრი უკვე ჩამოყალიბდა. „არის უთანხმოება იმასთან დაკავშირებით, როგორ მივაღწიოთ სასურველს, თუმცა უმრავლესობა ჩვენს პარტიებს სამომავლოდ სურთ, რომ მომავალში ესტონეთში ერთიანი სასწავლო კურსი მიმდინარეობს ესტონურ ენაზე“, - განაცხადა კალიულაიდმა. მისი თქმით, ეს ესტონეთს ისევ გააერთიანებს, რომელიც „ორ საზოგადოებადაა“ გაყოფილი.

„რა თქმა უნდა, სურვილიდან საქმემდე გზა რთულია, მაგრამ ჩვენ ამ გზით უნდა წავიდეთ აუცილებლად“, - განაცხადა კალიულაიდმა.

დღეს ესტონეთის რუსულ სკოლებსა და გიმნაზიებში ნაწილობრივ ისწავლება საგნები ესტონურ ენაზე. ამჟამად ესტონეთში 74 სკოლა მოქმედებს, რომლებშიც განათლების მიღება შესაძლებელია რუსულ ენაზე.