სირიის ქალაქ რაქაში, რომელიც გარკვეულ პერიოდში მიიჩნეოდა ისლამური სახელმწიფოს „დედაქალაქად“, ტერორისტების მსხვერპლთა კოლექტიური სამარხი იპოვეს.
AFP-ი მას ახალ პერიოდში ნაპოვნებიდან ყველაზე დიდს უწოდებს. საერთო და განცალკევებულ სამარხში, სულ მცირე, 3500 ადამიანია დამარხული.
რაქა „ისლამური სახელმწიფოს“ კონტროლის ქვეშ თითქმის 4 წელი იყო. სირიის შეიარაღებულმა ძალებმა აშშ-ის მხარდაჭერით, ქალაქი 2017 წლის ოქტომბერში გაათავისუფლეს.