მედელინში პაბლო ესკობარის სახლს დაანგრევენ და მის ადგილზე პარკი აშენდება. ამის შესახებ გერმანული მედია წერს.
"ეს არ ნიშნავს ისტორიის უგულებელყოფას, უბრალოდ ამიერიდან ისტორიას სწორი კუთხით მოვყვებით. ჩვენ წინ წამოვწევთ მსხვერპლთა და უდანაშაულო გმირთა ისტორიებს“, - განაცხადეს მედელინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა .
„მონაკოს შენობის“ სახელით ცნობილი 8-სართულიანი სახლის დემონტაჟი სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობების საშუალებით საჯაროდ განხორციელდება.
პაბლო ესკობარი აშშ-ის ტერიტორიაზე შეტანილი კოკაინის 80%-ს აკონტროლებდა. „კოკაინის მეფედ“ წოდებული ესკობარი ყველაზე მდიდარი კრიმინალი იყო ისტორიაში. 1990-იანების დასაწყისში მისი ქონება 30 მილიარდ ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული.
თავისი საქმიანობის დიდების ხანაში ის მსოფლიოს 10 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო და მის მიერ აშენებულ Hაციენდა Náპოლეს-ში ცხოვრობდა. პაბლო ესკობარი 1993 წელს, შენობის სახურავზე სამართალდამცველებთან ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.