ჩინეთში, ყოფილ გენერალს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამის შესახებ BBC წერს.
67 წლის ფა ფენგის, სახალხო განმათავისუფლებელი არმიის გაერთიანებული შტაბის ყოფილ უფროსს კორუფციაში სდებენ ბრალს.
ბოლო პერიოდში კორუფციის ბრალდებით ჩინეთში უამრავი მაღალჩინოსანი დააკავეს.