ვენესუელის ჯარი საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

ვენესუელის ჯარი საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

ვენესუელის ჯარი აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს. ამის შესახებ ბრძანება ნიკოლას მადუროს მხარდამჭერმა, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle-ს გამოცემა ავრცელებს.

სამხედროებს ბრძანება აქვთ, რომ ქვეყნის "ტერიტორიული მთლიანობა" დაიცვან. მანამდე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მოუწოდა, რომ აშშ-დან ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანას ხელი არ შეუშალოს. ტვირთი მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს მოიცავს.

გუაიდომ სამხედროების მისამართითაც გააკეთა მოწოდება და მათ ქვეყნის კონსტიტუციის მხარეს დადგომა სთხოვა.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.

მადუროს ხელისუფლების პირობებში ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.