საწვავის მსოფლიო ფასი 2018 წლის მეოთხე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 9%-ით შემცირდა. ამის შესახებ საუბარია ბლუმბერგის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, რომელიც ბენზინის ფასებს ეხება.
ბენზინზე ყველაზე დაბალი ფასი ტრადიციულად ვენესუელაშია, იქ 1 ლიტრი ბენზინი 1 ცენტი ღირს, ყველაზე მაღალი ფასი კი ნორვეგიაში, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასი 1,82$-ია. აღსანიშნავია ის რომ ვენესუელაში ერთი ლიტრი ბენზინი, 1 ბოთლ მინერალურ წყალზე 20 ჯერ იაფი ღირს.
გამოცემის ინფორმაციით ბენზინის საშუალო მსოფლიო ფასმა 1,8$ შეადგინა.
ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსრიდა შემდეგ ქვეყნებში: ვენესუელა ($0,01), ირანი ($0,14), კუვეიტი ($0,35), ნიგერია ($0,41) ეგვიპტე ($0,43). მალაიზია ($0,53), საუდის არაბეთი ($0,54), არაბეთის გაერთიანებული ემირატები ($0,59), რუსეთი ($0,66) პაკისტანი ($0,69).
ყველაზე მაღალი ფასები დაფიქსირდა: შვეიცარია ($1,59), საფრანგეთი ($1,61), პორტუგალია ($1,61), შვედეთი ($1,62), ფინეთი ($1,63). ისრაელი ($1,66), დანია ($1,7), ნიდერლანდები ($1,71) საბერძნეთი ($1,72), იტალია ($1,74) ნორვეგია ($1,82).