ეუთოს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენები შეამჩნიეს

ეუთოს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენები შეამჩნიეს

ეუთო-ს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული სტრატეგიული ბომბდამშენები დააფიქსირა.

ეუთო-ს ინფორმაციით 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები "ტუ-95“ და "ტუ-142" შენიშნეს და გადაიღეს.

ეუთო-ს მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ.