ამერიკის 16 შტატის კოალიციამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის მიზეზი მექსიკის საზღვართან კედლის აშენების დაფინასებასთან დაკავშირებით კონგრესთან უთანხმოების გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
კოალიციამ სარჩელი კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა.
15 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ვინაიდან კონგრესმა მექსიკის კედლის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე უარი თქვა.
მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპმა დაპირება ჯერ კიდევ 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს გასცა. გეგმის მიზანი არალეგალი მიგრანტებისგან აშშ-ის დაცვაა.