ინდოეთი აცხადებს, რომ ქაშმირში განხორციელებული თავდასხმის გამო, პაკისტანის „სრულ იზოლაციას“ მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.
ქაშმირში, რომელსაც ინდოეთის მთავრობა მართავს, 14 თებერვალს განხორციელებული თავდასხმისას 46 სამხედრო დაიღუპა.
ინდოელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ პაკისტანის საერთაშორისო საზოგადოებისგან იზოლაციისთვის ყველა დიპლომატიურ ნაბიჯს გადადგამენ.
ინდოეთი ქაშმირში განხორციელებულ თავდასხმაში პაკისტანს, ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ უმოქმედობაში ადანაშაულებს.
BBC-ის ინფორმაციით, 14 თებერვალს ქაშმირში განხორციელებული თავდასხმა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ აიღო.