საბერძნეთში გასულ კვირას, გრიპის ეპიდემიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. 2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე გრიპის ვირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას საბერძნეთის დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტი ავრცელებს.
საბერძნეთში გრიპის ეპიდემიის გამო კარანტინი გამოაცხადეს - წერს Euronews.
ყველაზე გავრცელებულია ღორის გრიპი - H1N1. ამ დაავადების სიმპტომებით 219 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული. ექიმები აცხადებენ, რომ თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა ვაქცინა.
გრიპის ვირუსი მთელ ევროპაში ფიქსირდება. საფრანგეთში ინფიცირებულთა მოსათავსებლად სტაციონარებსი ადგილები აღარ არის. ქვეყანაში ვირუსისგან 1 800 ადამიანი გარდაიცვალა.