საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ძაღლებს ყეფა აუკრძალეს - კანონდამრღვევებს 68 ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ

საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში ძაღლებს ყეფა აუკრძალეს - კანონდამრღვევებს 68 ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ

საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ფოკიერის მერმა ადგილობრივ ძაღლებს ხმამაღლა ყეფა აუკრძალა, ხმადაბლა ყმუილი ან წამოყეფება შეიძლება, მაგრამ ისე რომ ამით მეზობლები არ შეაშინონ. ორშაბათიდან წესების დამრღვევთა მფლობელებს 68 ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ.

ქალაქის მერი ჟან-პიერ ესტიენი ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა აუცილებელია, რადგან ზოგიერთი ძაღლი პრაქტიკულად მთელი დღე-ღამის განმავლობაში ყეფს და მეზობლებს მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ აძლევს.

აღნიშნულმა ამბავმა ცხოველთა უფლებების დამცველები აღაშფოთა, თუმცა მერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მას ძაღლების მიმართ არავითარი პირადი წინააღმდეგობა არ აქვს და არ აპირებს რომ ძაღლის პატრონები მათი ოთხფეხა მეგობრების ყველა წამოყეფებაზე დააჯარიმოს.

აკრძალვა უკვე დაამტკიცა ქალაქის საკრებულომ.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა შეადგინეს პეტიცია, სადაც ითხოვდნენ რომ ხელისუფლებას როგორმე მოეგვარებინა ერთ-ერთ მაცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემა, რომლის სახლშიც რამდენიმე დიდი ძაღლი ცხოვრობდა, რომლებიც გამუდმებით ყეფდნენ.