The Washington Post - თბილისმა დიდი ხანია სააკაშვილს ზურგი აქცია

The Washington Post - თბილისმა დიდი ხანია სააკაშვილს ზურგი აქცია

თბილისი, საქართველო – დაახლოებით 100,000 ოპოზიციური მხარდამჭერი გამოვიდა შაბათს საქართველოს დედაქალაქში, რათა ეჩვენებინა ძალა იმ საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მომავლისათვის ყველაზე დიდი გამოწვევაა მას მერე, რაც ისინი 2004 წელს ხელისუფლებაში მოვიდნენ.

საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა დიდი ხანია აქცია ზურგი სააკაშვილს. ისინი შეწუხებულნი არიან იმით, რასაც თავად ავტორიტარულ მმართველობას უწოდებენ, მიუთითებენ იმაზე, რომ სააკაშვილი აკონტროლებს პარლამენტს, სასამართლოს და პროკურატურას.

„მან რეპრესიული სისტემა შექმნა და ის დემოკრატიის ლამაზ ფასადს ამოაფარა,“ – განაცხადა დალი დვალიშვილმა, რომელიც ხმაურიან საარჩევნო აქციას დაესწრო. მიუხედავად იმისა, რომ ის ადვოკატია, 28 წლის ქალმა განაცხადა, რომ ვერ მუშაობს სისტემაზე, „სადაც ყველაფერს პროკურორი წყვეტს“

სააკაშვილის მმართველობის დროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აშშ-ს მოკავშირე გახდა და მუშაობდა იმისთვის, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირება განხორციელებულიყო. ორშაბათის არჩევნებზე, პრეზიდენტი წნეხის ქვეშ იქნება, რათა დაამტკიცოს მისი ერთგულება დემოკრატიისადმი და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს.

ამ არჩევნებს კიდევ იმიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რომ იქმნება ახალი პოლიტიკური სისტემა, რომელშიც პარლამენტსა და პრემიერმინისტრს მეტი ძალაუფლება გადაეცემა. მას შემდეგ, რაც მომავალ წელს სააკაშვილს ამოეწურება მეორე და ბოლო ვადა, პარტიას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას აიღებს, ექნება პრემიერმინისტრის დანიშვნის უფლება, ხოლო პრემიერმინისტრს გადაეცემა ბევრი იმ უფლებებიდან, რომელსაც აქამდე ფლობდა პრეზიდენტი.

სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ახლა დაახლოებით 80 ადგილი აქვს პარლამენტში, უპირისპირდება „ქართულ ოცნებას“, კოალიციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა. ივანიშვილი მილიარდერია და მან თავისი ქონება რუსეთში შეიძინა.

დამკვირვებელთა უმეტესობას მიაჩნია, რომ განსხვავება ძალიან მცირეა, თუმცა მათ ფიქრობენ, რომ უპირატესობა მაინც მმართველ პარტიას აქვს.

შაბათს, როდესაც ყველა ასაკის ადამიანი თავისუფლების მოედნისკენ მიემართებოდა ივანიშვილის საარჩევნო შეკრებაზე, ოპტიმიტური განწყობილებდა საუფევდა. ბევრს ეცვა „ქართული ოცნების“ თეთრი, ლურჯი ან შვი მაისური.

„სააკაშვილის სისტემა, რომელიც უკანონობასა და წამებას ეფუძნება უნდა დაინგრეს,“ უთხრა ივანიშვილმა შეკრებილებს.

სააკაშვილის კამპანიამ ძლიერი დარტყმა მიიღო, როდესაც ორი კვირის წინ შოკისმომგვრელი ვიდეოები გავრცელდა – თბილისის ციხეში პატიმრებს სცემდნენ და აუპატიურებდნენ. მთავრობამ მკვირცხლად იმოქმედა, რათა შეეჩერებინა რისხვა – შეცვალა კაბინეტი, დააპატიმრა ციხის თანამშრომლები მაგრამ ბევრმა ვიდეოჩანაწრები ისე აღიქვა, როგორც ძალის გამეტება მთავრობის მიერ.

როდესაც 2004 წელს სააკაშვილი მთავრობაში მოვიდა, საქართველო თითქმის არშემდგარ ქვეყანა იყო, მან წარმატებით ალაგმა კრიმინალური ბოსები, რომლებიც მართავდნენ ქუჩას, აღმოფხვრა წვრილმანი კორუფცია, აღადგინა საჯარო სამსახურები და წამოიწყო რეფორმები, რომლებმაც შედეგად მაღალი ეკონომიკური ზრდა გმაოიღო. მაგრამ სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისევ ძალიან მაღალია.

„სასახლეები შენდება, მაგრამ ხალხი სიღატაკეში ცხოვრობს,“ განაცხადა 35 წლის გიორგი ძოწენიძემ, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერთა შორის იყო. „აღარაფერს ვამბობ სადიზმზე, წამებაზე ციხეებში. ყველაფერს ამას განზრახ აკეთებდნენ, ადამიანების დასაშინებლად.“

ივანიშვილს მხარს განათლებული, პროფესიონალი და კულტრული თბილისელები უჭერენ, ქალაქის მოსახლეობა კი 4.5 მილიონიანი ქვეყნის მესამედს შეადგენს. ბევრ მათგანს, ცნობილი თეატრების დირექტორებს და მსახიობებს ის პირდაპირ აფინანსებდა. ახლა ივანიშვილს 6.4 მილიარდი აქვს და ის ამბობს, რომ მთლიანად 1.7 მილიარდი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად. ცნობილია, რომ ის უხდიდა ხელფასებს მთავრობის წევრებს მაშინ, როდესაც სააკაშვილი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში და ყიდულობდა მანქანებს ახალი პოლიციისთვის.

სააკაშვილმა სცადა თავისი ყოფილი პატრონის დისკრედიტაცია მოეხდინა და ივარაუდა, რომ მას უცხოეთში მცხოვრებ კრიმინალურ ბოსებთან აქვს კავშირი. შაბათს ივანიშვილმა ამ ბრალდებებს უპასუხა.
„სააკაშვილი ცდილობს მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, რომ თუ ჩვენ გავიმარჯვეთ, საქართველოს ხელისუფლებაში კრიმინალები მოვლენ.“ეს ასე არ იქნება. ორგანიზებული კრიმინალისა და კრიმინალების დრო საქართველოში დამთავრდა. ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, რომელიც ეყრდნობა დემოკრატიასა და კანონს“.

ის დაუპირისპირდა სააკშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს უკან, რუსეთის დომინირების ქვეშ აბრუნებს.

„აშშ და ნატოს წევრები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან,“ განაცხადა ივანიშვილმა.“ჩვენი ქვეყანა ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდება“.
foreigmpress.ge