მას შემდეგ რაც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ის ხელისუფლებაში მოვიდა, სააკაშვილი განებივრებული იყო დასავლეთის ქებით, და დიდწილად დამსახურებულადაც. რეგიონში სადაც ავტორიტარული მთავრობებია და კორუფციაა გაბატონებული მან განსხვავებული გზა აირჩია, შეეცადა რა რომ ის, რაც მანამდე თითქმის შეუმდგარი სახელმწიფო იყო, თანამედროვე ევროპულ დემოკრატიად გარდაექმნა.
ცვლილებების ტემპი ისეთი იყო, რომ ბ-ნმა სააკაშვილმა ერთ დღეს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე ოცნება დაიწყო. თუმცა გადამწყვეტი არჩევნების წინ მისი დიდების შარავანდი გაქრა.
ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია ციხის მცველების მხრიდან პატიმრების წამების და მათზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, საგანგებოდ იმ დროს გამოქვეყნდა, რომ ზიანი მაქსიმალური ყოფილიყო. თუმცა, ამით ისინი სერიოზულობას არ კარგავს. ხმები ციხეში არსებული სასტიკი პრაქტიკის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვრცლდებოდა, თუმცა ვიდეომასალამ ყველაზე მტკიცე ქართველებიც კი შოკში ჩააგდო. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ აღნიშნული მასალა გაავრცელა, სააკაშვილი ზიანის შეზღუდვას შეეცადა, გადააყენა ორი მინისტრი, გაათავისუფლა ციხის მცველები და გამოძიების პირობა დადო. მაგრამ მისმა ქმედებებმა ქუჩის პროტესტი ვერ შეაჩერა – განსაკუთრებით დედაქალაქ თბილისში.
ნაწილობრივ ეს ასახავს იმ საყოველთაო შეშფოთებას, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს. რევოლუციის შემდეგ, ქვეყანაში ინსტიტუციონალიზებული ხისტი სამართალი მოქმედებს. სასამართლოთა განაჩენების თითქმის 100% გამამტყუნებლია, ხოლო პატიმრების რიცხვი ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში. ბევრი საქმე სრულდება ბრალის აღიარებით და საპროცესო გარიგებებით, როდესაც ბრალდებულებს სასამართლოს წინაშე წარდგენას ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ.
ერთ დროს ამ ყველაფერს იმით ამართლებდნენ, რომ საქართველოს კრიმინალით გაჟღენთილი საზოგადოების დამარცხების აუცილებლობა არსებობდა. ახლა კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ეს ყველაფერი სულ უფრო ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ოპონენტების დასჯისთვის გამოიყენება. ოპოზიცია ცდილობს ამ განგაშის გამოყენებას, საუბრობს რა ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობაზე. თუკი ეს მართალია, სააკაშვილი სახიფათო თამაშს თამაშობს. არაკეთილსინდისიერი არჩევნები მხოლოდ გაახარებს მის ოპონენტებს რუსეთში და გაართულებს დაახლოების პერსპექტივას იმ ორ პროვინციასთან, რომელიც საქართველომ 2008 წლის ომშის შემდეგ დაკარგა.
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მართალია ზოგიერთი ამ ბრალდებათაგან, და პრეზიდენტი უარყოფს ოპოზიციის პრეტენზიებს, მან მსგავს პრობლემებს ბოლო უნდა მოუღოს. ციხის სკანდალი სრულად უნდა გამოიძიონ, სასამართლო რეფორმები უნდა განხორციელდეს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად უნდა ჩატარდეს.
დასავლეთი, თავის ენთუზიაზმში სააკაშვილის მიღწევების მიმართ, ზოგჯერ იგნორირებას უკეთებდა მისი რეჟიმის შავ ლაქებს. ახლა უფრო ხმამაღალი მიდგომებია საჭირო. თუკი სააკაშვილი თავისი დასავლური ოცნებების რეალიზებას ახდენს, იგი უნდა იცავდეს იმ სტანდარტებს, რომელსაც მისი მტკიცებით ის განასახირებს.
foreignpress.ge