„პარლამენტი ზრუნავს ჩვენი მაღაროელების, მშენებლების და სხვა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის შემცველი პროფესიების წარმომადგენელთათვის სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხო პირობების გაუმჯობესებაზე. ამის გამოძახილი გახლდათ ის მკაფიო კონსტიტუციური გარანტიები, რომელიც აისახა ქვეყნის უზენაესი კანონის ახალ რედაქციაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწაზე. პარლამენტში ინიცირებულ იქნა კანონპროექტი, რომლის მიზანია განისაზღვროს შრომის ბაზარზე ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგში არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი.
„დადგინდეს ქმედითი და ეფექტიანი აღსრულებისა და ინსპექტირების მექანიზმის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საჭირო სამართლებრივი ჩარჩო. იმედი გვაქვს, რომ მთავრობასთან ერთად, ამ სფეროში რაც შეიძლება სწრაფად საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.