პოდოლიაკი: ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს მისი გაყინვა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ

პოდოლიაკი: ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს მისი გაყინვა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ომის დასრულების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს მისი გაყინვა ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ.

უკრაინის წინასწარი პოზიცია ასეთია: ომიდან გამოსვლის ერთ-ერთი სცენარი კონფლიქტის ფრონტის ხაზის გასწვრივ გაყინვაა. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც დღეს რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ისინი ასეთებად დარჩებიან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

პოდოლიაკის თქმით, დიდი სამუშაო იქნება ეკონომიკური, დიპლომატიური და სხვა ინსტრუმენტებით, რათა ეს ტერიტორიები უკრაინას დაუბრუნდეს, თუმცა დე იურე ისინი უკრაინულად დარჩება.