რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უკრაინა-რუსეთის მოსალოდნელ ორმხრივ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
"მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის შეხვდეს, მათ შორის, ბატონ ზელენსკის იმის გააზრებით, რომ ყველა საკითხი, რაც უნდა იყოს ამ დონეზე განხილული, კარგად იქნება წინასწარ დამუშავებული", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.