"არ შეიძლება გადაყლაპვა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამბობს, რომ საქართველო იწყებს ომს" - ამის შესახებ უკრაინაში ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი აცხადებს და ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება.
მამუკა მამულაშვილმა გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის New York Times-სთვის მიცემულ ინტერვიუზეც ისაუბრა, რომელმაც თქვა - "მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ".
მამულაშვილმა აღნიშნა, რომ დავით რაზმაძე "არასაინტერესო პიროვნებაა და ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნება ხელმძღვანელობა".
სამწუხაროდ ეგეთივე განცხადებები მოვისმინეთ სახელმწიფოს მეთაურისგან, კობახიძესგან და მე მგონია, რომ აქცენტები უფრო მაღლა ავიტანოთ, ვიდრე ჩამოვიტანოთ საკრებულოს თავმჯდომარეზე, რომელიც არასაინტერესო პიროვნებაა საერთოდ ყველასთვის და არ მგონია, რომ რამის გადაწყვეტა შეეძლოს, თუმცა რუსულ ნარატივებს ავრცელებს.
ესაა ერთ-ერთი დღევანდელი მთავრობის წარმომადგენელი, ვინც ლაპარაკობს იმას, რასაც ეუბნება ხელმძღვანელობა.
2 კვირის წინ მგონი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ საქართველომ დაუწყო ომი რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე. ესეთი აბსურდული განცხადებების მოწმეები როდესაც ვხდებით არაა გამორიცხული ისიც, რომ რომელიმე საკრებულოს თავმჯდომარე იქნება, ან რომელიმე რეგიონის გუბერნატორი იტყვის იგივეს. ესაა სამწუხაროდ დღევანდელი პოლიტიკა. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა და რა თქმა უნდა, საქართველოს საზოგადოების ვალია , ესეთ ნარატივებს, რომლებიც ამაგრებს რუსულ პოზიციას, ებრძოლოს.
არ შეიძლება გადაყლაპვა იმის, რომ საქართველო იწყებს ომს საკუთარ ტერიტორიაზე, როდესაც ამას სახელმწიფოს მეთაური ამბობს, ეს არის დანაშაული, ეს არის სახელმწიფოს ღალატის მუხლი. ადრე თუ გვიან ამ ადამიანებს მოუწევთ პასუხის გაცემა სასამართლოს წინაშე, ასეთი ნარატივების გავრცელებისთვის და საერთოდ ასეთი რამის თქმისთვის. საქართველოს საზოგადოება არ უნდა ისმენდეს იმას, დღეს, რასაც ლაპარაკობს სხვადასხვა მთავრობის წარმომადგენელი," - განაცხადა მამულაშვილმა.
"მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ" - ამის შესახებ "ნეტგაზეთის" თანახმად, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ New York Times-თან განაცხადა.
სკანდალში გახვეული გორის საკრებულოს თავმჯდომარე თავის მართლების რეჟიმშია და ამტკიცებს, რომ "ნიუ იორკ თაიმსმა" მისი ინტერვიუ გააყალბა.
პრემიერმა იქვე განმარტა - სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა გირგვლიანი, რობაქიძე და სხვები, მაგრამ საქართველოს კი არ მოუკლევსო.
ასე რომ, საქართველოს ომის დაწყებას არავინ აბრალებს და ტყუილად ნუ ადვოკატობს ნურავინ. არავინ არაფერს, იმისგან განსხვავებულს არ ამბობს, რასაც ტელევიზორში, მაშინ თვითონ აცხადებდნენ.
რასაც სახელმწიფოს მეთაური აკეთებს, ყველაფერი ვერც ქვეყანას და ვერც ჯარისკაცს დაბრალდება.