საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
მამუკა ჩარკვიანმა თავისი ნიჭითა და შემოქმედებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მუდამ დარჩება ქართველი ხალხის გულში.
სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელს ქართულ საზოგადოებას.“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.