„მარტყოფის ველის ანექსია-ოკუპაცია უცხო ტომების მიერ

„მარტყოფის ველის ანექსია-ოკუპაცია უცხო ტომების მიერ "

 ამ წერილს  დიდი გულისტკივილით ვწერ. მინდა შევახსენო ქართველებს რამდენი სისხლი დაიღვარა მარტყოფის ველის ბრძოლაში, რომელიც გაიმართა 1625 წლის 25 მარტს,  სადაც დღეს სოფელი გამარჯვება მდებარეობს. ეს ბრძოლა მთელი დღე გრძელდებოდა და გვიან ღამით აჯანყებულ ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. მტრის ბანაკიდან, რომელშიც  30  ათასი ყიზილბაში იყო, მხოლოდ 3 ათასმა უშველა თავს გაქცევით. ქართლ-კახეთის  მოსახლეობა ამჯერადაც გადარჩა  ამოწყვეტას და აყრა-აოხრებას.
დღეს კი, XXI საუკუნეში, ზოგიერთი გაუმაძღარი ქართველი ამ მიწას გროშებად ყიდის არაბულ-თურქული ქვეყნების  მოქალაქეებზე,  რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყონ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ქართველები, რომელთა გვარებსაც ქვემოთ მოგახსენებთ საქართველოს მიწა-წყლის სადღეგრძელოს მაგიდაზე შემდგარნი სვამენ. ახლა კი ის გვარები, ვინც მარტყოფის ველზე მიწები გაყიდა:

1.მიშა ჩაფიძე- მეურნეობის ყოფილი  დირექტორი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, დაიტაცა რაც შეიძლებოდა. გაყიდა:  მიწები, მეურნეობის კუთვნილი  შენობა- ნაგებობები, მანქანა- ტრაქტორები, 400 სული საქონელი ( ოქმით გააფორმდა, როგორც ციმბირული წყლულით დაავადებულნი).

2.ჰამლეტ გაბრიჩიძე-მეურნეობის ყოფილი დირექტორი, ნაციონალების ყოფილი წევრი, სამსახურებრივი მდგომარეობის  გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით მიითვისა ხალხის კუთვნილი მიწები და მოახდინა მათი რეალიზაცია.

3.ზურა კიკოლეიშვილი-მეურნეობის ყოფილი დირექტორი. ნაციონალური მოძრაობის წევრი, სამსახურებრივი მდგომარეობის  გამოყენებითა და უფლებამოსილების გადამეტებით  მიითვისა მიწები, უძრავ-მოძრავი ქონება და მოახდინა მათი რეალიზაცია.

4.შოთა დაიაური-ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, ფალსიფიკაცია, მიწების დატაცება, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მითვისება.

5.ტარიელ გოგოჭური-ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომელმაც სოფლის სასაფლაოს ნაწილი მიითვისა და გაყიდა, სახნავ-სათესი მიწების განადგურება გაჯის მოპოვების მიზნით.

6.ჯუმბერ იმნაძე, ყოფილი გამგებელი, სოფლის სასაფლაოს ნაწილის მიწების დატაცება- რეალიზაცია.

7.მაყვალა აფციაური-ყოფილი რწმუნებული, ნაციონალური მოძრაობის წევრი, სოფლის სასაფლაოს ნაწილის უკანონოდ მითვისება, მიწების ლეგალიზაცია,დოკუმენტების გაყალბება.

8.ნუგზარ კოტორაშვილი- საკრებულოს ყოფილი მდივანი,ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების უკანონო რეგისტრაცია.

9.გელა შენგელიძე-საკრებულოს ყოფილი მდივანი, მიწების უკანონო რეგისტრაცია-გაყიდვა.

10.ბაჩუკი ბერიძე-ყოფილი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების მითვისება გაყიდვა.

11.შენგელი გოგოლაძე-ყოფილი პროკურორი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების დატაცება-რეალიზაცია.

12. ნუგზარ გოგოლაძე – ყოფილი მილიციის უფროსი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების მითვისება-გაყიდვა.

13. რობერტ ველიჯანაშვილი – ყოფილი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების დატაცება-რეალიზაცია.

14. ქეთინო წიკლაური – რაიონის ყოფილი დეპუტატი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწის ნაკვეთების გაყალბებული რეგისტრაცია-რეალიზაცია.

15. გია ელიზბარაშვილი – ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი, მიწების უკანონოდ მითვისება-რეალიზაცია.

16. გია ხმალაძე – ყოფილი ვეტერინარი, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების უკანონოდ მითვისება – გაყიდვა.

17. რევაზ ზედგინიძე – ამჟამინდელი სოფლის რწმუნებული, ნაციონალური მოძრაობის წევრი, მიწების უკანონოდ მითვისება-რეალიზაცია.

ზემოთჩამოთვლილი პირები ადრე იყვნენ მოქალაქეთა კავშირის წევრები, ხოლო ამჟამად ნაციონალები არიან. ისინი დღესაც განაგრძობენ მუშაობას სხვადასხვა სამსახურებში. ამ ადამიანების წინააღმდეგ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მცხოვრებლებმა შევიტანეთ საჩივარი ქვემო ქართლის პროკურატურაში. პროკურატურა თითქოს დიდი მონდომებით შეუდგა ჩვენს საჩივარში აღნიშნული საქმეების გამოძიებას, მაგრამ ზემდგომი ორგანოებში აწყდებოდა მრავალ დაბრკოლებას და ეს გრძელდებოდა წლების მანძილზე, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ საქმე ადვილად არ მოგვარდებოდა  და კანონიერად არ გადაწყდებოდა. ამიტომ გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ გადავწყვიტეთ გაგვესაჯაროებინა ჩვენი პრობლემა.


მიწების გაყიდვის ისტორია 1992 წელს დაიწყო.   ადგილობრივმა   ხელისუფლებამ  და საკრებულოს დეპუტატებმა კრებით დაამტკიცეს მიწების გლეხებზე გადაცემის გეგმა. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების დეპუტატებმა ორ ნაწილად დაყვეს მიწების განაწილების საკითხი. 1992 წელს უნდა ჩატარებულიყო პრივატიზაციის პირველი ნაწილი, ხოლო 1996 წელს – მეორე ნაწილი და ამით დასრულებულიყო გლეხებისათვის მიწების გადაცემა.
მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შევარდნაძის ხელისუფლების მოსვლის პირველ წლებში,  ისარგებლეს  რა არასტაბილური სიტუაციით, ყოფილმა თავმჯდომარეებმა, აგრონომებმა, ბრიგადირებმა და მათმა ახლობლებმა,  დაიტაცეს სოფლის მოსახლეობის კუთვნილი მიწები და გლეხები დატოვეს უმიწაწყლოდ, მაგრამ კანონის არ არსებობის გამო ეს მიწები ვერ დაიმტკიცეს. მას შემდეგ სოფლის მოსახლეობა ვჩივივართ ყველა ინსტანციაში, დაწყებული რაიონის ხელმძღვანელობით, დამთავრებული პრეზიდენტით.
ამ მიწების დატაცება-დაკანონებასა და მითვისებას ვარდების რევოლუციის შემდეგ ხელი შეუწყო ქვემო ქართლში სახელმწიფო  რწმუნებულ-გუბერნატორმა, ნაციონალების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მელიქიშვილმა, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2004-2007 წლებში. სწორედაც ამ წლებში მოხდა მიწების გაყიდვა უცხოელებზე, ამიტომაც იგი დღემდე მფარველობს მათ.

 მიწების გამყიდველებმა თავის თავზე მოირგეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება #¹525,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ, რომელიც
გამოქვეყნდა 2007 წლის 15 სექტემბერს.

2008 წლიდან გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ საჩივრით მიმართა პროკურატურას, რათა გამოეძიათ ეს საქმე და დამნაშავეები დაესაჯათ. გაიყიდა არა მარტო მიწები, არამედ შენობა-ნაგებობები,მანქანა-ტრაქტორები და საქონელი. ამ ყველაფრის შესახებ ვაცნობეთ პროკურატურას.

სოფლის ახალმა ხელმძღვანელობამ, დღეს მოქმედმა გამგებელმა მიწის დამუშავება კი არ დაიწყეს, არამედ ეს ქართული მიწები გაასხვისეს და გაყიდეს უცხოელებზე: არაბებზე,თურქებზე, ებრაელებზე და ბალტიისპირელებზე.

ამიტომ ჩვენ, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მოსახლეობა, გთხოვთ, რომ ჩვენი მიწის  გამყიდველების სია გამოქვეყნდეს თქვენს საიტზე, რათა ხალხმა უკეთ გაიცნოს ეს ადამიანები, როგორც ქართული მიწის გამყიდველები.

მოგეხსენებათ, მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში პრეზიდენტი ყურადღებას ამახვილებს სოფლის-მეურნეობის განვითარებაზე. პრეზიდენტის ამ ინიციატივამდე სოფლის მოსახლეობის, გლეხების დასაქმებასა და მიწების გადაცემაზე მოწოდებით გამოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II.იგი მზადაა  საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული მიწები გადასცეს გლეხ ხალხს, რათა მათ დაამუშაონ მიწა, შექმნან დოვლათი და გაძლიერონ  სოფელი, რათა ქვეყანა გამოვიდეს გაჭირვებიდან. პატრიარქი ყოველთვის  სწორად ხვდება რა ჭირდება ხალხს და რა გადაარჩენს ქვეყანას.

იმ დროს, როცა საპატრიარქო თავისი  კუთვნილი  მიწებს გადაცემაზეა თანახმა, ზოგი ვაი-ქართველი გადამთიელებზე ყიდის ჩვენი წინაპრების სისხლით მორწყულ მიწებს.სირცხვილი და უკანონობაა მარტყოფის ველის მიწების გაყიდვა-განიავება. ასეთი მდგომარეობაა  არა მარტო  გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, არამედ მთელი საქართველოში. ამიტომ ყველამ  უნდა ავიმაღლოთ ხმა უსამართლობისა და მიწის გამყიდველების წინააღმდეგ.