მმართველ გუნდი ეჭვქვეშ აყენებს სოციალურ ქსელში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებას. მეტიც, გამოთქვეს ეჭვი, რომ კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია თავად დეპუტატმა გაავრცელა. მაგალითად, პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ ვერ ნახა ადამიანი, რომელმაც ეს კადრები ნახა. შესაბამისად, ეჭვი ეპარება, რომ ბესელიას პირადი კადრები არსებობს.
პირველი, ვინც კადრების გავრცელების შესახებ ინფორმაცია ეჭვქვეშ დააყენა, პოლიტოლოგი გია აბაშიძე იყო, რომელმაც გამოთქვა ვარაუდი, რომ მოსამართლეების საქმის წაგების შემდეგ, ხმის გავრცელება იმაზე, რომ ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს, ეკა ბესელიასთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო.
„არც „შეკვეთილი“ და არც ე.წ. ვაკის პარკის სანდო წყაროს მიერ მოწოდებული. გადავხედე რა ფაქტებს, მოსაზრებებს, გამოხმაურებას. მიმაჩნია, საჯაროდ ვმსჯელობ, რომ პირადი ცხოვრების შესახებ მასალის სავარაუდო გავრცელებაზე ინფორმაციის გავრცელებით და ქალბატონი ბესელიას ვიქტიმიზაციით სრულიად მოგებულია თავად ქალბატონი ბესელია. დღეს მან უკვე ყველა ნორმალურ ადამიანში, მათ შორის ჩემში, სოლიდარობა გააჩინა.
მოსამართლეების საქმის წაგების შემდეგ, ხმის გავრცელება იმაზე, რომ ინტიმური ვიდეო გაუვრცელეს, და არა თავად ვიდეო, ეკა ბესელიასთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იყო, რადგან ჩვენ, ქართველები რაინდული სულის ხალხი ვართ და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვიჭერთ. მით უმეტეს,თუ მსხვერპლი ქალია და მის ღირსებას ემუქრება საფრთხე. ყველაფერი ეს მაფიქრებინებს, რომ მსხვერპლად გადაქცევა თვითონ „მსხვერპლის“ პროექტია. მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვი, პიარულად გაავაანალიზე, თუ ვინ არიან მოგებულნი და ვინ წაგებულნი“, – წერს გია აბაშიძე.
ამის მიუხედავად, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების შესახებ კადრები დილიდან ისევ გავრცელდა. შსს–მ სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ფარული ვიდეოჩანაწერი დაბლოკა. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 157–ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით. სამართალდამცველების მიერ მოხდა ამავე ქსელის ადმინისტრაციის ჯგუფთან კომუნიკაცია. შედეგად, გავრცელებული ვიდეოკადრები სოციალური ქსელიდან წაიშალა“, – აცხადებენ შსს–ში.
გიორგი გახარიას უწყების მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ, მმართველმა გუნდმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ბოლომდე სოლიდარულები არიან, როგორც ფრაქციის წევრის, ეკა ბესელიას, ასევე ნებისმიერი პირის მიმართ, ვინც შეიძლება ასეთი უზნეობის მსხვერპლი გახდეს და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ განსხვავებულ აზრს ან პოზიციას აფიქსირებს რომელიმე თემაზე. „ქართული ოცნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს.
„რამდენიმე დღეა არ წყდება ინფორმაციის გაშუქება იმის შესახებ, რომ ხდება ჩვენი ფრაქციის წევრის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. დღემდე ის საკითხიც კი, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ასეთ ფაქტს ადგილი, ეჭვქვეშ იდგა. თუმცა, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი კადრები გამოჩნდა სოციალურ ქსელებშიც.
მიგვაჩნია, რომ ადამიანის პირად სივრცეში შეჭრა და შესაბამისი კადრების გავრცელება არის ერთ–ერთი ყველაზე უზნეო, ამორალური ქმედება და უმძიმესი დანაშაული, რასაც მყისიერი რეაგირება სჭირდება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, ყველა ღონე იხმარონ იმისათვის, რომ უმოკლეს ვადაში დადგინდეს, ვინ დგას ამ ფაქტის უკან.
დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ უმკაცრესად, რათა მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ამორალური დანაშაულის ჩადენა და გაფიქრებაც კი. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და მის უზრუნველსაყოფად როგორც პოლიტიკოსები, ასევე მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს“, – ნათქვამია მმართველი გუნდის განცხადებაში.
დუმილი დაარღვია ეკა ბესელიამ, რომელმაც პირადი კადრების გავრცელების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ არსებობს არანაირი ძალა, რომელიც შეაშინებს, გააჩერებს ან პოზიციას შეაცვლევინებს. ბესელიას თქმით, ვინც მასთან ასეთი ფორმით ანგარიშსწორება გადაწყვიტა, უკვე დამარცხებულია.
„პირველ რიგში, გავიღიმე ამ ყველაფერზე და მინდა ვუთხრა იმათ, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას. ეტყობა, თქვენ მე კარგად არ მიცნობთ, იმიტომ რომ ასეთ მდაბიო, საცოდავ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, რომლებიც ჭაობზე უფრო დაბლა არიან. მე ეს ყველაფერი შინაგანად უფრო მამყარებს, მაძლიერებს და განმაწყობს იმისთვის, რომ ეს უბედურება დამთავრდეს ამ ქვეყანაში და მე ამაში ძალიან დიდ წვლილს შევიტან. ეს მართლაც უბედურებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ მეთოდებს მიმართავს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელია ამბობს, რომ ჩანაწერების გავრცელების ამბავი საეჭვოდ დაემთხვა სასამართლოს ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას. როგორც ბესელიამ განმარტა, მან საკუთარ მიმართვაში დაასახელა, თუ რა მასალას ეხება საქმე, სად დევს აღნიშნული მასალა და რომ ის ფიზიკურად სასამართლოშია. მისივე თქმით, ის იმ სავარაუდო პირთა წრეს ავიწროებს, ვის ინტერესებშიც ასეთი ანგარიშსწირება შედიოდა.
„ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით არც სააკაშვილის რეჟიმს გამოვრიცხავ, რადგან მათ ამ გზით შანტაჟის მცდელობა ჰქონდათ, რასაც ვერ მიაღწიეს. მათ დაემატა ჯგუფი, ვისთანაც მაქვს კონფლიქტი და ვინც მათ ლობირებს და ემეგობრება. მე ღიად დავუპირისპირდი სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც აქვს სურვილი სასამართლოს დამოუკიდებლობა პირად, კორპორატიულ ინტერესად აქციოს.
ეს ამბავი ამ ჯგუფთან ღია კონფლიქტში შესვლას დაემთხვა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ და მაქვს უფლება, მქონდეს შინაგანი განცდა, ეჭვი და განცხადებას ძალიან მოზომილად ვაკეთებ. სასამართლოს მიმართ პირდაპირი ბრალდება არ გამიკეთებია. მე ვავიწროებ სავარაუდო პირთა წრეს, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის წევრი ნუკრი ქანთარია სამართალდამცავებისგან ითხოვს პასუხს, ამ დრომდე რატომ ვრცელდება დეპუტატის პირადი ცხოვრების კადრები. დეპუტატის განცხადებით, სწორედ ამიტომ აუცილებელია საგამოძიებო უწყებებმა დამნაშავეთა დროული გამოვლინება შეძლონ.
„როგორც საპარლამენტო უმრავლესობას ასევე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვინ დგას ამ პროცესის უკან. გვეგონა, რომ მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები წარსულს ჩავაბარეთ. ყველამ უნდა შეწყვიტოს საუბარი იმაზე, რომ თუ ეს კადრები არსებობს, მაშინ უნდა გამოიძიონ – თუ არსებობს კი არა, ნამდვილად არსებობს. რადგან ეს კადრები არსებობს, სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს გამოძიების ტემპი.
უახლოეს ხანში მე ველოდები პასუხებს, რადგან მსგავსი სიბინძურეები და მსგავსი საშინელებები, ჩვენ გვეგონა, რომ წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ ახლაც შიგადაშიგ იწყებს ამოტივტივებას. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის შეეძლო ამ კადრების გავრცელება და ვინც ამას აკეთებს, ის ოცნების მტერია. ამ ეტაპზე მე მინდა გამოვრიცხო, რომ ეს გუნდის შიგნიდან მოდის, თუმცა, გამოძიება რასაც იტყვის, ბუნებრივია, მე იმას დავეყრდნობი“, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
ჰოოდა მასეთ ერთ უჯრედიანებს, შესაძლო შედეგებსაც რომ ვერ თვლიან, რა უნდა სასამართლო სისტემაში??
ბესელიააა ეგ, ბესელია ..... განა ნავარო
ვინ არიიიის??---
--- ვინც არის გამოჩნდება....მისი სახით მამალი კიბო გაიჩინა ოცნებამ.....
ვინც ეგ კადრები ქსელში გაააშვებინა, იმან თავიდანვე იცოდა ბესელიაზე მასეთი კადრების არსებობა, აბა ისე საიდან მოძებნა ეგ კადრები?/
ესე იგი როცა მიშას დროს ეგ კადრები იწერებოდა, მაგას ამ საქმესთან მეტნაკლებად შეხება ჰქონდა...ანუ იცოდა სად რა იყო და სად რა ინახებოდა
ანუ ეგ აუცილებლად მიშას გარემოცვის ერთ ერთი ძაან შინაური წევრია...რომელმაც ამ ჩაწერა--ჩამოწერაზე ყველაფერი იცოდა და ეხლა, საქმეში რომ დასჭირდათ სახელოდან გამოაძვრინა...
ანუ ,,ბესელიას საქმის,, რეჟისორი (ან მისი მოადგილე) აუცილებლად ამ საქმის კარგად მცოდნე ყოფილი მამალი ნაცია... ეხლა გაქოცებული
ჰოოოოდა ,,ხვიჩა და გოჩა,,ს ფილმისა არ იყოს .....
დაიძახონ ----ის ვინ იყო გალავანს რომ უცებ გადაევლოვო და ეგრევე უპასუხებენ ---- მახმუდი ......... მახმუდიო
მერე რა უნდა იმ მახმუდის პოვნას??
მოკლედ თუ დაჭერა უნდათ , დაიჭერენ....თუ არადა,..... კი ვააართ გაღიმებულები.....