კვლევა: ინგლისისა და უელსის ციხეებში სუიციდისა და თავდასხმების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

კვლევა: ინგლისისა და უელსის ციხეებში სუიციდისა და თავდასხმების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ინგლისისა და უელსის ციხეებში სუიციდისა და თავდასხმების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ეს მონაცემები მთავრობის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის საფუძველზე ბრიტანულმა გამოცემა  The Independent-მა გაავრცელა.

მთავრობის მონაცემებით, 12 თვის განმავლობაში, 2018 წლის სექტემბრამდე, თვითდაზიანების 52 814 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით მეტია. ამ რეკორდულმა მატებამ კი შესაძლოა ინგლისისა და უელსის საპატიმროებში ახალი კრიზისი გამოიწვიოს.

"დაფიქსირდა 33 803 თავდასხმა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტია. ამ რაოდენობიდან 3 949 შემთხვევა იყო "სერიოზული". მსჯავრდებულებზე თავდასხმის შემთხვევებმა კი 18%-ით მოიმატა და  24 138 შეადგინა. ციხეში გარდაცვლილთა რაოდენობა კი ერთი წლის განმავლობაში 10%-ით, 325-მდე გაიზარდა", - ნათქვამია კვლევაში.

"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი რიჩარგ ბარგონი აცხადებს, რომ ციხეებში ძალადობა უკონტროლოა, რადგან კონსერვატორებმა საპატიმროებს ბიუჯეტი შეუმცირეს, რასაც პერსონალის ნაკლებობა მოჰყვა.

"ჩვენი ციხეები საშიში გახდა როგორც პერსონალისთვის, ისე პატიმრებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის. ამას ადასტურებს თავდასხმები როგორც პოლიციელებზე, ასევე მსჯავრდებულებზე. თვითდაზიანებებმა კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია", - აცხადებს ბრიტანელი პოლიტიკოსი. რიჩარდ ბარგონმა კრიზისის მოსაგვარებლად ახალი მიდგომის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.