"არ ისუნთქოთ ღრმად და არ ილაპარაკოთ ქუჩაში" - აშშ-ში ტემპერატურა შესაძლოა -53 გრადუსამდე დაეცეს

მიმდინარე კვირაში აშშ-ში ანომალიური ყინვებია მოსალოდნელი. მეტეოროლოგების განმარტებით ამის მიზეზი პოლარილი ციკლონია, რომელმაც ამერიკას გადაუარა. მათი პროგნოზით ზოგიერთ ადგილზე ტემპერატურა შესაძლოა -53 გრადუსამდე დაეცეს. მეტეოროლოგების თქმით არსებობს გაყინვის საფრთხე, თუ ძლიერი ყინვაში 10 წუთზე მეტი გაჩერდებიან.

აიოვას შტატის ხელისუფლებამ ადგილობრივ მოსახლეობას ურჩია, რომ გარეთ ყოფნისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ღრმად სუნთქვას და თავი შეიკავონ ქუჩაში საუბრისგან.

ვისკონსინი, მიჩიგანის, ილინოისის , ალაბამას და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.